"როცა Setanta Sports Georgia ხარ და ამხელა მოვლენა ხდება, კეთილი უნდა ინებო და უფასოდ უნდა აჩვენო ორთაბრძოლა, სადაც ქართველი ტიტულს იგებს" - ზაზა შენგელია


image
“ბრავო რექორდსის” დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელიც მერაბ დვალიშვილი ორთაბრძოლის ტრანსლირებას უკავშირდება:

„თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: როცა Setanta Sports Georgia ხარ და ამხელა მოვლენა ხდება, შვიდი წლის წინ ამერიკაში არალეგალად წასული, მშენებლობაზე მუშად მომუშავე ქართველი კაცი, ლას-ვეგასის “სფეროს” დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ორთაბრძოლას მართავს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, მსოფლიოში ისეთ მასობრივად პოპულარულ სპორტის სახეობაში, როგორც UFC-ია, და მთელი საქართველო ღამეს თეთრად ათენებს და ამ დღეს ელოდება, კეთილი უნდა ინებო, ადგე და გადაიხადო ის საჭირო თანხა, რასაც ითხოვს სატელევიზიო ჩვენების უფლებამფლობელი და ხალხს მაქსიმალურად მასიურად მისცე ორთაბრძოლის ნორმალურად ნახვის და გულშემატკივრობის საშუალება, და არა სეტანტას რაღაც საბაზისო პაკეტზე დამატებითი გადასახადებით, რომელიც ისედაც საკმაოდ ძვირია…

ეს ბიზნესია, რომელიღაც ტრანსლაციებზე ბლომად ფული შეიძლება მოიგო, რომელიღაცაზე შედარებით ნაკლები, ეს ნორმალურია, როცა ამ ბიზნესში ხარ… თუ საკმარისი ფული არ გაქვს (რაშიც ეჭვი მეპარება), ადექი და სპონსორები მოიზიდე, და თუ მაგის ერთი ადგილიც არა გაქვს, Crowd Funding გამოაცხადე და ხალხი შეგიგროვებს ფულს. ნახევარმა საქართველომ რუსული ლინკებით უყურა ორთაბრძოლას (და როგორც ფეისბუქზე წერენ, რუსი კომენტატორი არ იყო კეთილგანწყობილი მერაბის მიმართ) და ნახევარმა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მობილური ტელეფონებით, მადლობა მათ ამისათვის.
უბრალოდ მაგრად ტეხავს, არის რაღაცები, რასაც ვერ გაატარებ, სირცხვილია…

P.S. აქ რამდენიმე კომენტარი შემხვდა, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველმა არხმა რატომ არ აჩვენაო. მინდა განვმარტო, UFC-ის ბრძოლები, ეს არანაირად არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროფილი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, ძალიან სასტიკი და დაუნდობელი სპორტია, სამწუხაროდ, ზოგიერთი ბრძოლა ლეტალური შედეგითაც სრულდება ხოლმე და არსად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში აღნიშნულ ორთაბრძოლებს არცერთი საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ აჩვენებს, მით უფრო, რომ ეს კანონმდებლობითაც არის შეზღუდული,

+18 წლის კატეგორიაში გადის და ამ კატეგორიის ტელეპროდუქციის ჩვენება, ზოგადად მკაცრადაა განსაზღვრული 21:00-დან 06:00-მდე, რათა ბავშვებს და მოზარდებს აარიდონ სისხლიანი სისასტიკის ხილვა და ზოგადად მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკაშიაც სწორედ რომ საკაბელო და სხვა “გამოძახებითი” სატელევიზიო პლატფორმებით ხდება აღნიშნული ორთაბრძოლების, ასევე კრივის და ა.შ. ჩვენება”, – დაწერა შენგელიამ.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები
---

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
რამდენი იქნება იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი ?
უდიდესი ტრაგედიაა – სანდრა რულოვსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
ლაშა ბექაური შეყვარებულს დაშორდა?! - სოციალურ ქსელებში მათ ერთმანეთის ფოტოები წაშალეს
"იცოდე მეორედ დაგაფეხმძიმებ" - გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძეს მიმართავს
სად არის გიორგი გახარია - მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ - რა არის ეს, რა პრანჭვაა? - ალეკო ელისაშვილი
"ქალი ძალიან სექსუალურია, როცა საჭესთანაა, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე ზის“
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
რეკლამა