"უკვე არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ" - რას წერს ნინო ლომჯარია


image
"უკვე არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ", - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში აქციების დროს დაკავებული პირებზე გაავრცელა პოსტი.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ქალებისთვის ძალიან რთულია ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი.
ყოფილი ომბუდსმენი მიმართავს ყველას, მოითხოვონ სპეციალური დეტექტორებით შემოწმება, რადგან მათი გაშიშვლების უფლება არავის აქვს და წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებადამცველ ორგანიზაციებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
“უკვე არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ. სახალხო დამცველის ანგარიშებში ამაზე ვწერდით მეც და ჩემი წინამორბედიც, რადგან პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ეს უკანონობა გამოავლინა. და რა გააკეთა სისტემამ? ქალთა კოლონიაში ქალი პატიმრები ააჯანყა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, თითქოსდა სიცრუეს ვავრცელებდით.
მესმის, რომ ქალებისთვის ძალიან რთულია ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი, მათი ოჯახის წევრებიც ისმენენ და ძალიან მტკივნეულია. ხშირად მსხვერპლებს ამ გამოცდილების დავიწყება ურჩევნიათ. მათ მდგომარეობაში უნდა შევიდეთ. მაგრამ, ქალებო, იცოდეთ, რომ არავის აქვს უფლება გაგაშიშვლონ, ბუქნები გაკეთებინონ, ეს უტოლდება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას და აკრძალულია. მოითხოვეთ სპეციალური დეტექტორით შეგამოწმონ და აუცილებლად მოგვაწოდეთ ამ ფაქტებზე ინფორმაცია უფლებადაცვით ორგანიზაციებს. ჩვენ დავიცავთ თქვენ კონფიდენციალურობას!” - ნათქვამია ნინო ლომჯარიას ფეისბუკ-პოსტში.

წყარო: ​palitravideo.ge​​​




ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 545

bankrotstvo fiz lic_doer
bankrotstvo fiz lic_doer 7 June 2025 19:12
банкротство физ лиц банкротство физ лиц .
Hiti i Novinki myziki _uoKl
Hiti i Novinki myziki _uoKl 7 June 2025 22:40
скачать новинки музыки скачать новинки музыки .
bankrotstvo fiz lic_nter
bankrotstvo fiz lic_nter 7 June 2025 22:46
банкротство физ лиц банкротство физ лиц .
bankrotstvo fiz lic_otSt
bankrotstvo fiz lic_otSt 7 June 2025 22:47
банкротство физлиц bankrotstvo-fiz-lic-moscow.ru .

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
“ჩემმა ახალგაზრდა ქართველმა მომვლელმა ისეთი რამ გააკეთა ნანახით ახლაც გაოგნებული ვარ…” – რას ამბობს გერმანელი მილიონერი 24 წლის ქართველ მომვლელზე ?
ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს - ნათია თურნავა
,ირაკლი, ჩემო კეთილო ბიჭო… მე ვამაყობ შენით! ჩემო საიმედო ადამიანო” – ხათუნა ხოფერია ირაკლი დგებუაძეს
„ჩემზე გავლენას არავინ არ ახდენს... ვერასდროს გადავიქცევით ვერცერთი პოლიტიკური პარტიის ვერც რუპორებად, ვერც ინტერესის გამტარებლად და ვერც აქტივისტებად“ - მაკა ცინცაძე
"კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან..." - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა