"შენ ირჩევ "ხარებას" და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის..." - ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე კოლეგას, მსახიობ მანანა აბრამიშვილს მიმართავენ (ვიდეო)


image

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, პრო­ტეს­ტის სხვა­დას­ხვა მხა­რეს მდგომ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა.

გუ­შინ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკლ “მი­ჯაჭ­ვუ­ლი პრო­მე­თეს” დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბე­ბი, თამ­თა ინაშ­ვი­ლი, ანა ამი­ლახ­ვა­რი და ნა­ტა­ლია ყუ­ლოშ­ვი­ლი, სცე­ნა­ზე მა­ი­სუ­რე­ბით გა­მოჩ­ნდნენ, სა­დაც ეწე­რათ: "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან­დროს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მზი­ას, თა­ვი­სუფ­ლე­ბა სინ­დი­სის პა­ტიმ­რებს..."

პრო­ტეს­ტის ფორ­მა გო­გო­ნებს უამ­რავ­მა კო­ლე­გამ მო­უ­წო­ნა, თუმ­ცა მათ შო­რის იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც არ და­ე­თან­ხმნენ. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვილ­მა სცე­ნა­ზე ამ­გვა­რი პრო­ტეს­ტის ფორ­მა დაგ­მო.

"არას­წო­რი იყო, რაც იკად­რეს ჩვენ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა, თე­ატ­რში არ გაქვს იმის უფ­ლე­ბა აკე­თო, რაც მო­გე­სურ­ვე­ბა, არ გაქვს უფ­ლე­ბა ისა­უბ­რო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სა­ხე­ლით. ქუჩა არის ად­გი­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლია გა­მო­ხა­ტო შენი პო­ზი­ცია, ხოლო თე­ატ­რში პა­ტი­ვი უნდა სცე კო­ლე­გებს და მა­ყუ­რე­ბელს. ტრა­გე­დია არ იყო გუ­შინ რაც იკად­რეთ, არა­ვის არა­ვი­სი და­ჭე­რა არ უხა­რია, მაგ­რამ შენ ამის­თვის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნო.

ის მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან პრო­ტეს­ტში ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი არი­ან, ყვე­ლას პა­ტი­ვის­ცე­მა, მაგ­რამ ყვე­ლა ეს მსა­ხი­ო­ბი, რო­დე­საც მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო პრე­ზი­დენ­ტი, იყ­ვნენ მისი მომ­ხრე­ე­ბი. ერ­თა­დერ­თი ვინც რე­ჟიმს ებ­რძო­და, იყო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი", – აღ­ნიშ­ნა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვილ­მა.

მას მა­ლე­ვე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი და ეკა დე­მეტ­რა­ძე. მათ კო­ლე­გის მი­სა­მარ­თით ვრცე­ლი ვი­დეო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი:


- ახლა ჩვენ ვდგა­ვართ სა­სა­მარ­თლოს­თან, ბევ­რი ადა­მი­ა­ნია უსა­მარ­თლოდ და­ჭე­რი­ლი. ეკა დე­მეტ­რა­ძეც აქ არის, შენი კო­ლე­გა. ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხარ მა­ნა­ნი­კო, შენი შვი­ლი აქ­ცი­ებ­ზე დგას, გა­ვი­გე შენი პა­სუ­ხი, რომ მე მას ამ თე­მა­ზე არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბიო. იცი, რა­ტომ არ ხარ მარ­თა­ლი? შენ ირ­ჩევ ხა­რე­ბას და არა შენს შვილს, ეს სხვა­ო­ბაა ჩვენს შო­რის, რო­მე­ლიც არ­ბევს შენს შვილს, გა­ზით გუ­დავს. რა ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი?! ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, რომ ნა­ცებს გვე­ძა­ხი.

ეკა დე­მეტ­რა­ძე:

- მან­ჩო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო მე­გო­ბა­რო, მე და შენ ბევ­რი კარ­გი დრო გვაქვს ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი. შენს მა­გი­ერ მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, რაც თქვი. ზუს­ტად მი­შას დროს, ნა­ცე­ბის დროს, გლ­და­ნის ცი­ხეს­თან ვი­დე­ქი, იმი­ტომ რომ ჩემი ქმა­რი მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა. მა­შინ 23 წლის ვი­ყა­ვი, 5 თვის ბავ­შვი მყავ­და. კარ­გად მაქვს ჩემს ტყავ­ზე გა­მოც­დი­ლი, რა იყო ის რე­ჟი­მი. თუ ეს რა­ღა­ცე­ბი არ იცი, მე ხომ მიც­ნობ, და­მი­რე­კე თუ ასე დარ­დობ და პა­ტი­ვის­ცე­მა გაქვს ჩემს მი­მართ, მკი­თხე, გა­გი­ზი­ა­რებ ყვე­ლა­ფერს.

ის რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რე­ჟი­მი იყო მკვლე­ლი ამას ვსა­უბ­რობთ, იმ ცხრა წელ­სა და ამ 12 წელს ვე­ღარ აი­ტანს ქვე­ყა­ნა, სულ რა­ღაც რე­ჟი­მის ქვეშ ვი­ყოთ. ამო­ვიდ­ნენ ყელ­ში ნა­ცე­ბიც და ქო­ცე­ბიც, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ იბ­რძვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის.


წყარო: tia.ge & palitravideo.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
"ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა" - ნანკა კალატოზიშვილი
ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს - ნათია თურნავა
“ჩემმა ახალგაზრდა ქართველმა მომვლელმა ისეთი რამ გააკეთა ნანახით ახლაც გაოგნებული ვარ…” – რას ამბობს გერმანელი მილიონერი 24 წლის ქართველ მომვლელზე ?
„ოეეე “ხელისუფლებავ”, ე მანდ გამოთაყვანებულხართ ბოლომდე, ფსკერზე ხართ, მრჩეველიც არავინ გყავთ, ერთ ქსელში ხართ ყველა , რას სჩადიხართ“ - თაკო ჩარკვიანი
„მე არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი, მაგრამ თუ გზის გადაკეტვაა, ეს უნდა გააკეთონ იმუნიტეტიანმა დეპუტატებმა“ - იაგო ხვიჩია
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა