აფეთქება ახალციხეში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, „სმარტის“ შენობის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ჯგუფები.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: primetime.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები
კომენტარები 1