ეს ლამაზი ქალბატონი გულჩინ სანტირჯიოღლუა, თურქული სერიალების ვარსკვლავი. 1977 წლის 25 ივლისს დაიბადა ქალაქ იზმირში და ბავშვობიდან საკმაოდ დიდ ასაკამდე სერიოზულად ფიქრობდა ოპერის მომღერლობაზე. ადრეული ასაკიდან დადიოდა ვოკალის პედაგოგთან, უმაღლესი განათლებაც ამ მიმართულებით მიიღო – დოკუზ ეილულის უნივერსიტეტთან არსებული კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრა დაამთავრა. შემდეგ თეატრალურ სცენებზე გამოდიოდა, რომ მომღერალი მსახიობი, მღეროდა მუსიკალურ ჯგუფებში და ასწავლიდა ვოკალს. 2012 წელს საკუთარი ალბომიც გამოუშვა, ხოლო 2013 წელს როტერდამის “ოქროს ტიტის” კონკურსის ჟიურიში იყო.