სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის გამო, სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
უკრაინელი დამცველები 10 სექტემბერს, სავარაუდოდ, დონეცკის აეროპორტში შევიდნენ. აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური კონტრშეტევა გრძელდება. ამის შესახებ "24 არხს" დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს.
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება.