იყო საბჭოთა ბიოლოგი ილია ივანოვი(1870-1932), რომელიც სპეციალურად გაემგზავრა აფრიკაში- მისი მიზანი იყო მამაკაცის სპერმით მდედრი შიმპანზეების ხელოვნურად განაყოფიერება. ივანოვმა სხვადასხვა სახეობის ცხოველების შეჯვარებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1910 წელს დაიწყო ასკანია-ნოვას ნაკრძალში, მან მრავალი ჰიბრიდის მიღება შეძლო გარეულ და შინაურ ცხოველებს შორის . ჩაატარა კვლევითი სამუშაოები ექსპერიმენტული ვეტერინარული მედიცინის სახელმწიფო ინსტიტუტში (1917-1921, 1924-1930), შინაური ცხოველების გამრავლების ცენტრალურ ექსპერიმენტულ სადგურში (1921-1924) და მოსკოვის უმაღლეს ზოოტექნიკურ ინსტიტუტში (1928-1930) ივანოვი იყო პრაქტიკულად პიონერი ხელოვნური განაყოფიერების გამოყენებაში ის იყო ერთ -ერთი პირველი, ვინც მიიღო და შეისწავლა ზებრისა და ვირის ჰიბრიდი, ბიზონის და შინაური ძროხის, თაგვების და ვირთხების და სხვა.