"სიმართლის თქმის დროა! ევროპიდან დელეგაციამ მილიონი დოლარი შემომთავაზა და მომიტინგეებთან უნდა გავსულიყავი და რეჟიმი და ივანიშვილი დამეგმო"


image
ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სკანდალური შინაარსის წერილს აქვეყნებს:

"სიმართლის თქმის დროა!!!
ზაფხულში ევროპიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია მეწვია. საუბარი მხოლოდ ერთ თემას შეეხო - როდესაც კრიტიკული მომენტი დადგებოდა, მე მომიტინგეებთან უნდა გავსულიყავი, "რეჟიმი" და პირადად ბიძინა ივანიშვილი დამეგმო (ამ ამბავს ორი თვითმხილველი ჰყავს, ამიტომ ნებისმიერ ადგილას შემიძლია ჩემი სიმართლე დავამტკიცო). მე გამეცინა და ეს გადაბირების მცდელობა არასერიოზულად მივიჩნიე: - კარგით რა, რა მიტინგები, რის ქუჩების გადაკეტვა? ეს უკვე იყო... - არა! ეს მალე დაიწყება და შენ უნდა ჩაუდგე სათავეში ქუჩის მომიტინგეებს!

აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - როგორ გამიბედეს ამდენი? გეტყვით! ჩემი უახლოესი ადამიანი მომიგზავნეს! მეტს ვერაფერს ვიტყვი.

ვაგრძლებ. გეგმა იყო ასეთი, არჩევნებიდან ერთი თვის თავზე მე ვდგებოდი ქუჩაში, "ვამხელდი რეჟიმს", ვაცხადებდი შიმშილობას და მივმართავდი სტრასბურგს, რადგან 2014 წელს ერთი დიდი საქმე მოგებული მქონდა და ეს ჩემს "მომლაპარაკებლებს" ძალიან კარგად ახსოვდათ! მეორე მოთხოვნა იყო პროკურატურა "მემხილებინა", მე უნდა მეთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სადაც "ოქროს მოწმე" ვარ, შანტაჟით და დაშინებით მათქმევინეს, რომ სასჯელაღსრულების სისტემიდან მერაბიშვილი გაყვანილი არ ყოფილა და საქმის ახალი გარემოების თანახმად ყველაფერი თავიდან ატრიალდებოდა! ეს საქმეც თავის დროზე სტრასბურგში ჩემი ჩვენების შესაბამისად მოვიგეთ, ცხადია სტრასბურგისთვის მე დამაჯერებელი ფიგურანტი ვარ. ჩემს შეკითხვაზე ხომ იცით, რომ ვერტიკალის ჩამოშლას ომი მოყვება, პასუხი იყო: სამაგიეროდ, შენი სასტუმრო ბანკის ყადაღიდან მოიხსნება, ეგრევე გაყიდი, სამმაგს დაგიმატებთ და იალა ევროპაში! შვილებსაც მიეხედებათ... ( სულ რაღაც მილიონი დოლარი იყო ჩემი ღალატის ფასი).

ფიცი არ მჭირდება იმის სათქმელად რა ჩავიდინე ამ სიტყვების მერე, რადგან ორი მოწმე მყავს, რომლებიც უნებურად აღმოჩნდნენ ამ ინციდენტის მომსწრე. მინიმუმ ჩემგან ყვირილით ნათქვამი ფრაზა - თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ? არასოდეს გაბედოთ ჩემთან ამაზე საუბარი! ძალიან მკაფიოდ გაიგეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ მჭირდება. ის ჩემი უახლოესი ადამიანი ცხადია მარადისობას ჩაბარდა ჩემთვის...

შემდგომ აქციებზე საქართველოდანაც და ევროპიდანაც ვიცანი ჩემი რამოდენიმე მეგობარი, რომლებსაც ანაზდად ვალებიც გადაუფარეს და აქ ისეთებს წერენ, აი, ზუსტად რომ იცი, რომ ასე არ აზროვნებს, მაგრამ 30 ვერცხლი უბრჭყვიალებთ უბიდან... (მათი ღალატის ექვივალენთი ჩემსავით მსუყე არ იყო, მხოლოდ სამნიშნათი შემოიფარგლა).
მოკლედ, ეს უნდა მეთქვა! ყველა გაშიფრულია,საიდან და რა ხერხებით ხდებოდა გადაბირება გამოაშკარავებულია (სუსმა იცის), ყველა გამყიდველი მკაცრად დაისჯება, მე გაძლევთ სიტყვას! გვტეხეს გვტეხეს ვერ გაგვტეხეს! სიკეთე და მშვიდობა ჩემო საქართველო!", - დაწერა ლალი მოროშკინამ.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
ამ დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი?
"თბილისში ხო ჩამოხვალ?" - დეპუტატები, სანიკიძე და ზარქუა აბუ დაბიში საქართველოს მოქალაქეს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
„თუ მე აქციაზე შემაგინებს პოლიციელი, მე შემოვარტყამ სილას, აუცილებლად“ - ნინო ჯანგირაშვილი
„არაბეთში სასჯელად როზგები რომაა, ზურგზეა თუ ტრა@ზე?” – ირაკლი ოქრუაშვილი
„გახარიას შემოცხებული ჭიქა იყო ქაღალდის... მ ქაღალდის ჭიქით სითხის მითხლეშვა სახეში - ჩხუბის დაწყება არ არის და...“ - მიშა მშვილდაძე
"სიმართლის თქმის დროა! ევროპიდან დელეგაციამ მილიონი დოლარი შემომთავაზა და მომიტინგეებთან უნდა გავსულიყავი და რეჟიმი და ივანიშვილი დამეგმო"
რეკლამა