"სცენაზე რეჟისორმა თავი ჩამოიხრჩო. ამაზე მეტი რა უნდა ეთქვა, ან რა უნდა ეთამაშა?! თვითმკვლელობის ფაქტი დამალეს... პროტესტი ჩაახშვეს" - რას წერს ყოფილი დეპუტატი?
"გუშინ თეატრის სცენაზე რეჟისორმა თავი ჩამოიხრჩო.
ამაზე მეტი რა უნდა ეთქვა,
რა უნდა ექნა,
ან რა უნდა დაედგა,
ან რა უნდა ეთამაშა?!
ამ ყველაფერში მთავარი უბედურება ის არის, რომ ფაქტი ყველამ დამალა, თვითმკვლელობის ფაქტი, რომლითაც მან ამ ყოფას პროტესტი გამოუცხადა, ყველამ დამალა და ეს პროტესტი ჩაახშვეს", - წერს კაკაბაძე.
ცნობისთვის, მსახიობი და რეჟისორი, რეზი ქაროსანიძე 8 თებერვალს, სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სუიციდის ფაქტს.
წყარო: tia.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები