77 წლის ქალის მტკიცებით, ის დისშვილის მეუღლემ "ჩუსტით" სცემა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ქალს სახის არე დალურჯებული ჰქონდა. მოხუცი დაპირისპირების დაწყების მიზეზად ქონებას, საცხოვრებელ სახლს ასახელებს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.