ევრო 2024-ის F ჯგუფის მე-2 ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა. გუშინ, საქართველომ ჩეხეთთან შეხვედრაში ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა - მატჩი 1:1 დასრულდა.
ერქან პეტეკაია – ცნობილი თურქი მსახიობი. ქალების გულთამპყრობელი და სხვა ახალგაზრდა მსახიობებისთვის მისაბაძი მაგალითი. ერქანი თურქეთის პატარა ქალაქ ჩერმიკაში 1971 წლის 11 დეკემბერს დაიბადა. ბავშვობა კი სტამბოლში გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ერქანმა მტკიცედ გადაწყვიტა ანატოლიის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაბარება – დრამატურგიის განხრით. 1990 წელს ერქანმა ძალები კინოშიც მოსინჯა, თუმცა პირველ ფილმს მისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია.