რა გახდა პროფესორ გახელაძის სიკვდილის მიზეზი - რა ხდება კუს ტბის მიმდებარედ, სადაც ცხედარი იპოვეს?
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პერიმეტრი ახლა ყვითელი ლენტებით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სამართალდამცავები კითხვებს არ პასუხობენ და პრესცენტრთან ამისამართებენ. აქვს თუ არა ცხედარს დაზიანებები - სამართალდამცავების თქმით, ეს ინფორმაცია მათ არ აქვთ.
"ამ ტბის გარშემო არ იყო ასეთი აღნიშნული. ინფორმაცია არ გვაქვს, ეგეთი რაღაც არ ყოფილა," - ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცავი.
გახელაძის ცხედარს ექსპერტიზისთვის სამხარაულის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ. უახლოეს საათებში გამოძიება პირველად ვერსიას იტყვის - გაირკვევა, რა გახდა სიკვდილის მიზეზი.
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია მოხალისეებმა ოჯახის წევრებთან ერთად 21 ივნისს დაათვალიერეს. 57 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მოხალისე იყო ჩართული, ისინი 5-5 ჯგუფად იყვნენ გადანაწილებული და ეძებდნენ პროფესორს.
შსს გამოძიებას ისევ გატაცების მუხლით აწარმოებს გამოძიებას.
წყარო: tia.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები
---