32 წელი შესრულდება „ბოროტების იმპერიის“ (როგორც მას აშშ-ის პრეზიდენტმა რეიგანმა უწოდა) დაცემიდან. სსრკ – ეს იყო ერთგვარი კონფედერაცია, რომელიც 15 მოკავშირე რესპუბლიკას აერთიანებდა. სსრკ-ის მმართველ პარტიას კომუნისტები წარმოადგენდნენ, რომლებიც ათეიზმსა და ანტი-კაპიტალიზმს უჭერდნენ მხარს. სსრკ 1922 წელს დაფუძნდა. არსებობის პირველი ნახევარი, რომელიც სტალინს უკავშირდება, სისხლიანი რეპრესიებით გამოირჩევა. 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ძალაუფლებას ხელში ნიკიტა ხრუშჩოვი იგდებს და იწყებს ე.წ. „დათბობას“.