“მეორე ქმარი მაშინ გავიცანი, როცა პირველ ქმართან თაფლობის თვე მქონდა…”


image
მსახიობი ნათია წიწილაშვილი 2021 წელს, ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს.

“მე და ჩემს მეუღლეს ნაცნობობის ძალიან უცნაური ისტორია გვაქვს. პირველად მიშო ჩემი პირველი ქორწინების თაფლობის თვეში გავიცანი. მე და ჩემს პირველ ქმარს, გიორგი კალანდაძეს, თაფლობის თვე თურქეთში გვქონდა. იქ მიშო თავის მეგობრებთან ერთად ისვენებდა და ასე გავიცანით. თან მაშინ მე და გიორგი პოპულარობის ზენიტში ვიყავით. მახსოვს, მიშო თვითონ მოვიდა და გაგვეცნო, ძალიან მაგარი წყვილი ხართო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩვენი დები ჯგუფელები იყვნენ. წლების შემდეგ ბათუმში ერთსა და იმავე სასტუმროში შევხვდით. მე და ჩემი და ბავშვებთან ერთად ვისვენებდით. მერე ყველაფერი მოკითხვებით გაგრძელდა”, – ამბობს ნათია წიწილაშვილი.
ნათიას პირველი ქმარი მსახიობი გიორგი კალანდაძე იყო.
ნათია წიწილაშვილი ჟურნალ “გზასთან” ვრცლად ჰყვებოდა მის პირად ამბებს, როგორ ემზადება ახალი წლისთვის.
– მოგვიყევი, ახლა ახალი წლის დღესასწაულისთვის როგორ ემზადები?
– საერთოდ, 2-3 კვირით ადრე, საახალწლო განათებას ვყიდულობ, ინტერიერს რამე ახალს ვამატებ, ფანჯრებზე რაღაცებს ვაკრავ, ნაძვის ხეს რამე მორთულობას მოვუგონებ… ვცდილობ, მთელი სახლი ისე გავაფორმო, რომ საახალწლო განწყობა იყოს. მინდა, რომ შობა-ახალი წლისთვის დამახასიათებელი სითბო და სიყვარული, რაც ფილმებშია აღწერილი, იგრძნობოდეს. დღესასწაულები ისე მიყვარს, რომ სულ მინდა, განსაკუთრებულად მოვემზადო – ჩაცმულობით, მაკიაჟით… ახალი წლის ღამისთვის გამოვიპრანჭები ხოლმე, ვახშამს ვამზადებ საოცარი სერვირებით, ფუჟერებით, თეფშებით (იცინის)…
წელს ნაძვის ხე ვერ ვიყიდე. ამიტომ თავად, ჩემი ხელით უნდა გავაკეთო. ამასთან დაკავშირებით, რაღაც იდეა მომივიდა. წესით, ძალიან ლამაზი გამოვა… ნაძვის ხეს დისტანციურად ვერ ვიყიდი, რადგან არ ვიცი, როგორს მომიტანენ… ახალ ოჯახში კიდევ უფრო გახარებული და ბედნიერი ვარ.
– ქართული საახალწლო სუფრიდან შენი საყვარელი ნუგბარი რა არის? – გოზინაყი და ჩურჩხელა. არც შოკოლადს, არც სხვა ტკბილეულს არ ვჭამ. სადაც უნდა ვიყო, მხოლოდ ჩურჩხელას და გოზინაყს გეახლები: ჯერ ერთს ავიღებ, მერე – მეორეს, მესამეს… აღარ სრულდება ხოლმე (იცინის).
– ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, ზედმეტი წონის პრობლემა შეგქმნია? – არა. ბევრ კერძს რომ ვხედავ, ჭამა აღარ მინდება. რა თქმა უნდა, მივირთმევ, მაგრამ ცოტ-ცოტას. ამიტომ წონაში არ ვიმატებ. უბრალოდ, ნიგვზიანი, “მძიმე” საკვებისგან ორგანიზმი გადაიღლება ხოლმე. ამიტომ წელს საცივის მომზადებას არ ვაპირებ – დედაჩემიც მოამზადებს, დედამთილიც (იღიმის)… ვიფიქრე, თავად განსხვავებულ ვახშამს მოვამზადებ-მეთქი. რა თქმა უნდა, გოზინაყს გავაკეთებ, მაგრამ საცივის, გოჭის და მსგავსი რაღაცების მომზადება ცოტათი მეზარება…
– საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, რომელიმე ფილმის ნახვა ტრადიციად ხომ არ გაქვს ქცეული? თან, საახალწლო ფილმში – “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” თავადაც მონაწილეობ და ეკრანზე ხშირად აჩვენებენ… – ვერ გეტყვი, ამ ფილმს ველოდები-მეთქი, მაგრამ თუ გადავაწყდი, აუცილებლად ვუყურებ, რადგან ძირითადად, ტელევიზორის ყურების დრო მაინც არაა ხოლმე: ამ დროს ყველანი, განსაკუთრებით – ქალები, საახალწლო სამზადისში ვართ… ბავშვობიდან დღემდე ჩემი საყვარელი ფილმია – “მარტო სახლში”. ნასტიასაც ვურთავ ხოლმე. თუ მცალია, მასთან ერთად ვუყურებ… კიდევ არის რამდენიმე ფილმი, რომელიც კონკრეტულად, შობა-ახალ წელთან ასოცირდება… ძირითადად, შინ საახალწლო მუსიკას ვრთავ, რომ განწყობა უფრო ავიმაღლოთ…шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა