ეს საოცარი ისტორია ორი წლის წინ თბილისში მოხდა. მაშინ კესარია ამ ამბის მოყოლას უახლოეს მეგობართანაც ვერ ბედავდა. დღეს კი მარტო დარჩენილი ფიქრობს, რომ ამ გზით ცოტათი მაინც გათავისუფლდება სხვების ცოდვებისგან.
მე და ჩემი დისშვილი თიკო დებივით გავიზარდეთ. ჩემსა და დას შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა და თან ლიკუნა პატარა გათხოვდა და შვილიც მალე შეეძინა. ბექა ჩემი კურსელი იყო, ერთმანეთი სიგიჟემდე შეგვიყვარდა და რამდენიმე თვეში ოჯახის წევრებს მომავალ საქმროდ გავაცანი.