“ჩუკუროვასა” და “დიდებული საუკუნის” ვარსკვლავის რთული ცხოვრება – მძიმე სენთან ბრძოლა და სხვა აქამდე უცნობი ამბები მსახიობის შესახებ
ვაჰიდეს ქართველი მაყურებელი არაერთი სერიალით იცნობს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა„დიდებულმა საუკუნემ“, სადაც ჰიურემ სულთანის როლს ასრულებდა. მსახიობი მონაწილეობდა ასევე სერიალებში „დედა“, „ფერიჰას საიდუმლო“ და ა.შ.
ერთ-ერთი ბოლო კინოროლი გახმაურებულ სერიალს, „ერთხელ ჩუქუროვას“ უკავშირდება. ის სატელევიზიო შოუში ჰიუნქარ იამანის როლს ასრულებდა. მართალია, სერიალში მისი გმირი მოკვდა, თუმცა მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ვაჰიდე იზმირში დაიბადა. მისი მამა სატვირთოს მძღოლი იყო, ხოლო დედა დიასახლისი იყო. უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით ამ არჩევანზე უარი თქვა და სამსახიობო ხელოვნების შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით ის ადანას თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა და თავისი ნიჭით მალე მოახერხა შოუ-ბიზნესში ყურადღების მიპყრობა.
ვაჰიდეს ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი იყო, მათ შორის ერთ-ერთი მის დაავადებას უკავშირდება. 2013 წელს მსახიობს მკერდის სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა ჩვეული მტკიცე ხასიათი ამ რთულ მომენტშიც გამოავლინა და მძიმე სენს მედიკოსების დახმარებით მალე მოერია.
ვაჰიდეს ერთი შვილი, ალიზე გიორდუმი ჰყავს. გოგონა 27 წლისაა და პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა როგორც ჩანს, პოპულარული დედის გავლენას ვერ გაურბის და რამდენიმე ეპიზოდური როლით მოგვევლინა სხვადასხვა სერიალში.
სხვადასხვა პერიოდში ვაჰიდე თურქეთის საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტულის მფლობელი გახდა. 2007 წელს ადანას საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე მას საუკეთესო ქალი მსახიობი გახდა.
წყარო : reitingi.ambebi.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები