როგორ დასრულდა ქალის და მაიმუნის შეჯვარების ექსპერიმენტი სოხუმში

image
იყო საბჭოთა ბიოლოგი ილია ივანოვი(1870-1932), რომელიც სპეციალურად გაემგზავრა აფრიკაში- მისი მიზანი იყო მამაკაცის სპერმით მდედრი შიმპანზეების ხელოვნურად განაყოფიერება. ივანოვმა სხვადასხვა სახეობის ცხოველების შეჯვარებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1910 წელს დაიწყო ასკანია-ნოვას ნაკრძალში, მან მრავალი ჰიბრიდის მიღება შეძლო გარეულ და შინაურ ცხოველებს შორის . ჩაატარა კვლევითი სამუშაოები ექსპერიმენტული ვეტერინარული მედიცინის სახელმწიფო ინსტიტუტში (1917-1921, 1924-1930), შინაური ცხოველების გამრავლების ცენტრალურ ექსპერიმენტულ სადგურში (1921-1924) და მოსკოვის უმაღლეს ზოოტექნიკურ ინსტიტუტში (1928-1930) ივანოვი იყო პრაქტიკულად პიონერი ხელოვნური განაყოფიერების გამოყენებაში ის იყო ერთ -ერთი პირველი, ვინც მიიღო და შეისწავლა ზებრისა და ვირის ჰიბრიდი, ბიზონის და შინაური ძროხის, თაგვების და ვირთხების და სხვა.   


ივანოვი მუშაობდა ხელოვნური განაყოფიერების გზით ცხენების მოშენებაზე, მან დაამტკიცა, რომ ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლეოდა ერთ ულაყს გაენაყოფიერებინა 500-მდე ფაშატი(20-30 ნაცვლად)   


მაგრამ მეცნიერმა გადაწყვიტა შემდგომ ექპერიმენტს შეჭიდებოდა.ადამიანის და მაიმუნის შეჯვარება, თუმცა დიდხანს დაფინსებას ვერ იღებდა. როგორც იქნა 1925 წელს ივანოვით განათლების სახალხო კომისარიატი დაინტერედა და მეცნიერებათა აკადემიას გამოუყო 10 000 $ . მეცნიერმა მიიღო ნებართვა ექსპერიმენტებისათვის.პარიზის პასტერის ინსტიტუტმა ამისთვის საფრანგეთის გვინეა გამოუყო.ივანოვი გამეგზავრა აფრიკაში. ექსპერიმენტი ჩატარდა სამ მდედრ შიმპანზეზე - ისინი განაყოფიერებულ იქნა უცნობი დონორების სპერმით. თუმცა, ყველაფერი წარუმატებლად დასრულდა - ერთი მალევე დაიღუპა, ხოლო იმ ორის შემთხვევაში არ მოხდა მათი დაორსულობა.   

 

ივანოვმა არ დაყარა ფარ-ხმალი და სამშობლოში დაბრუნებისას თან გამოიყოლა 30 შიმპანზე, რომელიც სოხუმის პრიმატების სადგურში განათავსა. ამის შემდეგ გადაწყვიტა მორიგი ექსპერიმენტი, ამჯერად პირიქით: ქალის განაყოფიერება მამრი შიმპანზეს სპერმით . როგორც ცნობილი გახდა, როგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, საბჭოთა კავშირში ბევრმა ქალმა გამოთქვა სურვილი ამ ექსპერიმენტის მონაწილე გამხდარიყო.1930 წელს სოხუმის ექსპერიმენტიც კრახით დასრულდა.ამის შემდეგ დაიწყო მისი კრიტიკა და პოლიტიკური დევნა, 1930 წლის 13 დეკემბერს მეცნიერი დააკავეს, რის შემდეგაც იგი გადაასახლეს ალმა-ატაში, სადაც განაგრძობდა მუშაობას ყაზახეთის ნაციონალურ ზოო-ვეტერინალურ ინსტიტუტში, სადაც მალევე გარდაიცვალა ინსულტით 1932 წლის 20 მარტს.   

 ასე დასრულდა მაიმუნის და ადამიანის ჰიბრიდის მიღების მცდელობა.

წყარო :

шаблоны для dle 11.2




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მარტო დატოვეს, შველა ტაქსის მძღოლს სთხოვა...“ - რას ჰყვება მეშვიდეკლასელი ბიჭის დედა, რომლის შვილიც 15 წლის მოზარდმა დაჭრა? (ვიდეო)
როგორ გამოიყურებოდა სალომე უშხვანი პლასტიკურ ოპერაციებამდე – რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში
„კვარა, ბუდუ, ზურიკო…“ – სად აღნიშნეს ბიჭებმა დავითაშვილის შვილის ნათლობა
“ეს ულამაზესი გოგონა ლიზი კონიაძის და არის” – ნახეთ როგორი ლამაზი და ჰყავს ყოფილ “პრაიმ ჰაუსელს”
“იტალიაში ხომ არ წავიდე, რომ დამლაგებლად ვიმუშაო?” – ციცინო შურღაიას პასუხი დაზარალებულ პაციენტზე
ამინდი მკვეთრად იცვლება - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში ?
“ქმარმა წინა სავარძელზე ცოლი უნდა დასვას თუ დედა ? რას ფიქრობთ ?” – კითხვა რომელმაც დისკუსია გამოიწვია
“გეხვეწები, რა დებილობაა, რაში ხარჯავთ ფულს...“ - სტუმრის მოულოდნელი კომენტარი პირდაპირ ეთერში, რის გამოც წამყვანებს ეთერის გაგრძელება გაუჭირდათ
ჯანო ანანიძის მორიგი კეთილი საქმე! - ორი ქობულეთელი ნიჭიერი ბავშვი თბილისში, საკუთარი სახსრებით წამოიყვანა აკადემიაში და ...
"ქიზიყელ პაპას ოცნება აუხდება და გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე შეძლებს დასწრებას” - მამუკა ხაზარაძის საჩუქარი მოხუცს (ვიდეო)
რეკლამა