ჭკვიანი ადამიანები ბევრს იგინებიან, გვიან იძინებენ და ოთახს არ ალაგებენ
ინტელექტუალები უფრო ხშირად ბილწსიტყვაობენ
ხშირად გვესმის, რომ ადამიანებს, რომლებიც იგინებიან, „მწირი ლექსიკონი აქვთ“.თუმცა არსებობს კვლევა, რომელიც ამ თეორიას აცამტვერებს. შედეგის მიხედვით, ადამიანებმა, რომლებმაც 1 წუთის მანძილზე ყველაზე მეტი უწმაწური სიტყვის თქმა მოახერხეს, IQ ტესტებშიც უფრო მაღალი შედეგი აჩვენეს.
გიყვართ ლოგინში გვიანობამდე ნებივრობა? ესეც, შესაძლოა, თქვენს ინტელექტზე მეტყველებდეს. სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ „ბუები“ ინტელექტუალურ ტესტებში უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ. ბარაკ ობამა, ჩარლზ დარვინი, უინსტონ ჩერჩილი, კიტ რიჩარდსი და ელვის პრესლი ღამით უფრო ნაყოფიერად მუშაობდნენ.
დასალაგებელი სამუშაო მაგიდა
თუ ბევრს იგინებით, გვიან იღვიძებთ და ამ ყველაფერთან ერთად - სამუშაო სივრცეც მუდმივად დასალაგებელი გაქვთ, თქვენთვის კარგი ამბავია.
მინესოტას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არეული და მოუწესრიგებელი სამუშაო მაგიდა სწორედ ინტელექტის მანიშნებელი შეიძლება იყოს. თუ მუდმივად არ ცდილობთ, ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებული იყოს გარშემო, ეს ნიშნავს, რომ გონება სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფიქრით გაქვთ დაკავებული.
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები