"კოვიდის გადატანის შემდეგ ეს ნითვთი სასწრაფოდ უნდა გადააგდოთ" - ლევან რატიანი მოსახლეობას აფრთხილებს


image
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გადაცემა "ექიმებში" ის ხუთი მოძველებული ნივთი და პროდუქტი გაგვაცნო, რომელიც სახლში არ უნდა შევინახოთ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია კბილის ჯაგრისზე, რომელიც ლევან რატიანის თქმით, 3 თვეში ერთხელ უნდა შევცვალოთ, ხოლო რომელიმე ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მოხდის, მათ შორის კორონავირუსის გადატანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გადავაგდოთ.

„არის ხუთი მოძველებული ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში დევს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის მოსმენის შემდეგ ამ ნივთებს აუცილებლად გაიტანთ სახლიდან. პირველი ნივთი არის კბილის ჯაგრისი. როდესაც გავა სამი თვე ან გვაქვს რაიმე ინფექციური დაავადება გადატანილი, ჯაგრისზე, რომელსაც ვხმარობთ, აუცილებლად დაგროვდება ცუდი ბაქტერიები. ეს ცუდი ბაქტერიები თავისთავად იწვევენ მეორად ინფექციის განვითარებას არამხოლოდ პირის ღრუში, არამედ მთელს ორგანიზმში. კოვიდს როდესაც მოვიხდით, აუცილებლად უნდა გადავაგდოთ კბილის ჯაგრისი.“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე ინფორმაციით, ყურადღება უნდა მივაქციოთ სანებლების ვადას და ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად გადავყაროთ.
„სახლში ყველას აქვს სანელებლები. ამ სანელებლებს თავისი ბიოლოგიური აქტიურობა გააჩნია გარკვეული პერიოდი, მაგრამ როგორც კი ვადა გასდის, ტოქსიურად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. თუ მშრალი სანელებლები გვიდევს ნესტიან ადგილზე, ის თავის ბიოლოგიურ თვისებას იცვლის და შეიძლება ჭიებისა და მატლების საბუდარიც კი გახდეს.“ - ამბობს რატიანი.

გადაცემაში ექიმებმა ასევე ისაუბრეს საოჯახო აფთიაქის დათვალიერების აუცილებლობაზე, რადგან ვადაგასული წამლის სახლში შენახვის საჭიროება არ არსებობს.

ლევან რატიანის თქმით, სახლში ასევე არ უდა გვქონდეს აბაზანის ძველი ღრუბელი. 

„თუ აბაზანის ღრუბელი ერთ თვეზე მეტი პერიოდი ვიხმარეთ, მას საფუძვლიანად ვერ გავრეცხავთ. მას ემატება ნესტი, ნესტში ხშირად მრავლდება სოკო და ბაქტერიები. შეიძლება ადამიანს შეეჭრას ინფექცია და გამოიწვიოს სხვადასხვა სახის გართულებები.“ - თქვა მან.
ირკვევა, რომ ასევე საფრთხეს წარმოადგენს გაბზარული ჭურჭლის გამოყენება.

„სახლში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ გაბზარული ჭურჭელი. რეცხვის დროს ბზარის ადგილას აუცილებლად ჩაჯდება ბაქტერია,“ - აღნიშნა ლევან რატიანმა.

წყარო: report.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ტარიელ ონიანის ერთადერთი ვაჟი, ბუბა-უშბა ონიანი
ვინ არის ბექა ჯაიანი, რომელსაც კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ეძებენ? - უკვე გავრცელდა ინფორმაცია, თუ რას მოჰყვა კონფლიქტი და რა გახდა სასტიკი ანგარიშსწირების მიზეზი
""ჯაიანის თქმით, კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა"
ვრცელდება კამერების ჩანაწერები თუ როგორ მივიდა და დატოვა მკვლელმა კესარია აბრამიძის სახლი
“არ მესმის ამას რატომ აკეთებთ” – რას წერს ზურა ხაჩიძე კესარია აბრამიძის შესახებ
კესარია აბრამიძე მოკლეს
"აი, საღოლ შენს გაძლებას რა ..."- რა კადრები გადაიღო მოლარემ, როცა მაღაზიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მივიდა (ვიდეო)
“მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი..” – რას ამბობს კესარია აბრამიძის და ბექა ჯაიანის შესახებ
რა მოხდა მაშინ, როდესაც ამერიკაში პირველად მიმავალი ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილს ჩააბარეს? - ქართველი მებრძოლი სახალისო ისტორიას იხსენებს
„კესომ ჩვენი ქვეყნის ისტორია დაწერა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქვეყანაში იყო პირველი ტრანსგენდერი ქალი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა