შვილი პრეზიდენტისგან და ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში - სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
ის ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ხშრიად მოქცეულა, ჩაცმულობით, სასიყვარულო რომანებით, ინტრიგებით, კარიერით და ა.შ.
ამჯერად, ჩვენ ამ სტატიაში სოფო ნიჟარაძის ცხოვრების ჭორ-მართალის შესახებ მოგიყვებით.
ბავშვობა
სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა, ბავშვობა თბილისში გაატარა, შემდეგ კი მოსკოვში წავიდა სასწავლებლად, სადაც რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია დაამთავრა და არაერთ წარმატებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა.
ამ ფოტოზე სოფო 15 წლისაა.
მშობლები
სოფო ინტერვიუებში ხშირად ამბობს1„, რომ მისთვის დედის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. გადატვირთული გრაფიკის გამო ნიჟარაძე უამრავი საქმის მოგვარებას დედის დახმარებით ახერხებს. პოპულარული მომღერლის ერთგული მეგობარი მხოლოდ დედაა.
სოფოს დედა ქეთი ნიკოლაიშვილია. ჟურნალისტის კითხვაზე, დილით პირველს ვის ურეკავს, სოფო დაუფიქრებლად დედას ასახელებს.
სოფოს უმცროსი ძმაც, ჰყავს, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
ოჯახში წლების წინ ტრაგედია დატრიალდა. 2013 წელს მეგა-პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე სოფომ შემზარავი ამბავი - მამის გარდაცვლაბის ამბავი შეიტყო. ამ ამბის შემდეგ, სოფო კარგა ხანს ვერ უბრუნდებოდა ჩვეულ ფორმას. როგორც ამბობენ, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ პირადი ექიმი დაჰყვებოდა და სცენაზე გასვლამდე ტკივილის შესამსუბუქებლად ნემსს უკეთებდა. ამ მიზეზით სოფო საბოლოოდ პროექტს გამოეთიშა. დიდი ხნის მანძილზე ის სცენას ვერ უბრუნდებოდა.
„მარტო მამა არ იყო, მეგობარიც იყო და დედაც. როდესაც მე წავედი მოსკოვში სასწავლებლად, დედა წამომყვა და მამა საშინლად მენატრებოდა. ჩემი ძმა 4 წლით უმცროსია ჩემზე და მამამ ის მარტო გაზარდა. როცა დავბრუნდით, ასეთი რიტუალი გვქონდა - ყოველ დილით, როცა ავდგებოდი, მამა აუცილებლად სახლში იყო ყავას მიკეთებდა. ძალიან მზრუნველი იყო და ავად არასოდეს არ გამხდარა. მახოვს, როცა შემატყობინეს მამის გარდაცვალება ერთ-ერთ პროექტში ვმონაწილეობდი და ჩემმა მეგობრებმა მითხრეს – „ადექი“, მაშინვე მივხვდი ყველაფერს. ამის მეტი არაფერი მახსოვს, და კიდევ ის, რომ განწირული ხმით ვკიოდი და ყველას ესმოდა“, – იხსენებს სოფო ნიჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი ცნობილი მომღერლის სოფო ნიჟარაძის ძმაა. არხის რეორგანიზაციის დროს ირაკლი ნიჟარაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა და სამსახურიდან წავიდა. არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი პოპულარული დის გვერდით სულ რამდენჯერმე გამოჩნდა. პირველად საზოგადოებამ ირაკლი სოფოსთან ერთად სიმღერისას შენიშნა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად ირაკლიმ დასთან ერთად „გარეპა“.
სოფო ნიჟარაძე 2016 წელს „X-ფაქტორის“ ჟიურის წევრი იყო. „X-ფაქტორის" მორიგი ლაივ-შოუ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სკდანლით დასრულდა. როგორც funtime.ge წერდა, კონცერტის დასრულების შემდეგ „X-ფაქტორის" ერთ-ერთ მენტორს სოფო ნიჟარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს სახეში მუშტი დაარტყა. მამაკაცი ფილარმონიის დაცვამ სცენიდან გაიყვანა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მან გაქცევა მოახერხა.
სკანდალი
ერთ-ერთი გახმარეულებული სკდანალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის ირგვლივ აგორდა, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერია. სადაც, „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას, ნიჟარაძე და სააკაშვილი სავარაუდო არეულობაზე საუბრობდნენ, რომლის მთავარი გმირი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე იყო, რომელსაც მომღერალი ოდესის გუბერნატორთან უცენზურო სიტყვებით იხსენიებდა.
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ნიჟარაძე დაკითხვაზე იყო დაბარებული. მომღერლის განცხადებით, აუდიოჩანაწერი ყალბია.
„ეს არის აბსოლუტურად კომიკური სიტუაცია, რაშიც მე ვიმყოფები და ეს ემსახურება ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას. ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
მგონია, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი სხვადასხვა საუბრების კარგად გაკეთებული მიქსი და კოლაჟია", - ამბობდა სოფო ნიჟარაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფო ნიჟარაძეს და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ურთიერთობა ჰქონდათ, ამ ჭორმა მთელი თბილისი მოიცვა.
განსაკუთრებით მას შემდეგ რაც, გაბუნიამ ნიჟარაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ისინი ინფორმაციას არც ადასტურებდნენ და არც უარყოფდნენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის ურთიერთობის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში არაერთი სკანდალური ჭორი გავრცელდა.
2014 წელს, გაზაფხულზე სოფო ნიჟარაძე საცხოვრებლად აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში გადავიდა.
მომღერლის მიზანი ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში დამატებით კვალიფიკაციის მიღება და ამერიკული კარიერისათვის მომზადება იყო. მას შემდეგ, მან სოციალურ ქსელში აშშ-ის სხვადასხვა ადგილზე გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა.
გავრცელდა ხმა, რომ ამერიკაში სოფო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მომღერლის მეგობრებმა არ დაადასტურეს, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელებში ნიუ-იორკის მუსიკისა და დრამის თეატრში (New York City Center) ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაესწრო.
შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა საყვარელ მომღერალს სიურპრიზი გაუკეთა და ამერიკაში სახლი უყიდა. „ლეგენდის თანახმად“, ბინა, რომელიც სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა, მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ასვე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი და ნიჟარაძე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ამერიკაში და ეს არც იქ მცხოვრებ ემიგრანტებს რჩებოდათ შეუმჩნეველი.
ამის შემდეგ ნიჟარაძე საქართველოშ კვლავ დაბრუნდა.
მორიგი ხმაურიანი სკანდალი 2020 წელში მოხდა, რომელსაც მომღერალი დღემდე არ ადასტურებს.
სოფო ნიჟარაძე დედა გახდა
2020 წლის 2 ივნისს მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა და გოგონას დედა გახდა. როგორც ცნობილია, სოფომ შვილს ელის-მარია დაარქვა. სოფო დიდი ხანი შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდადა შემდეგ საქართველოშიც იყო დროებით ჩამოსული.
საქართველოში დაბრუნებამდე უცნობი იყო სოფო ნიჟარაძის შვილის მამის ვინაობა, შემდეგ კი ოფიციალურად დადასტურდა ის ჭორები, რომლებიც წლებია იყო გავრცელებული.
ელის-მარიას მამა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა.წყარო: digest.pia.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები