„შენ მუდამ ღიმილის, ოქროს გოგო იქნები...“ - 25 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
„გარდაიცვალა 25 წლის ანუკა მაჩაბელი. უსაზღვროდ მძიმე და ავის მომასწავებელმა ზარმა ჩამოჰკრა მაჩაბლების ოჯახში, სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლე მოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები.
ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა... ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სპეტაკი სული. ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით, ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა. ღმერთს ვთხოვთ, ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით, მიწა თმას რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი, ღიმილის, ოქროს გოგო, კვლავაც 25 წლის იქნები...
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
წყარ: primetime.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები
კომენტარები 1