15 კითხვა სექსის შესახებ, რომელზეც ხმამაღლა საუბრის გვრცხვენიათ


image
თუ ოდესმე გაგჩენიათ ინტიმური ხასიათის კითხვები, რომელთა გამხელაც თვით საუკეთესო მეგობრისთვისაც კი არ შეგეძლოთ, იცოდეთ - მარტო არ ხართ, ასეთი კითხვები სხვებსაც უტრიალებთ ენის წვერზე.

მაშ ასე

1. რამდენი კალორია იწვება ინტიმური ურთიერთობის დროს?

დაახლოებით 300, ერთი საათის განმავლობაში.


2. ესე იგი, სექსით შემიძლია გავხდე?

დიახ, ეს შესაძლებელია. ერთი წლის განმავლობაში 2 კილოგრამამდე დაიკლებთ, თუ გამოიყენებთ რეცეპტს: "ნახევარსაათიანი სექსი 2-3-ჯერ კვირაში".

3. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საშუალოსტატისტიკური მამაკაცის ერექცია?

ჩვეულებრივ, არაუმეტს საათისა. აქვე მოგახსენებთ, რომ სამ, ოთხ და ხუთსაათიანი ერექცია სიამაყის საფუძველი არ არის. ეს დაავადების სიმპტომია.

4. და ვიაგრის მიღების შემთხვევაში?

თუ დავუჯერებთ მეცნიერებს, დაახლოებით 33 წუთი.

5. მართალია თუ არა, რომ რაც უფრო დიდია კლიტორი, მით უფრო ადვილად აღწევს ორგაზმს ქალი?


არა. ყველა კლიტორში ნერვული დაბოლოებების რიცხვი ერთნაირია, დაახლოებით 8 ათასი. ამიტომ, განურჩევლად ზომისა, ისინი ერთნაირად მგრძნობიარენი არიან.

6. ჩემს კაცს სექსის დროს დაეძინა. ეს როგორ გავიგო?

მოეშვით. ვის არ მოსვლია? დაიღალა კაცი. მაგრამ თუ პროცესი ხშირად მთავრდება არა ორგაზმით, არამედ თქვენზე წამოწოლილი პარტნიორის ხვრინვით, სჯობს, ზემოხსენებული პარტნიორი ექიმს აჩვენოთ.

7. მართალია თუ არა, რომ სასქესო ასო შეიძლება მოტყდეს?

მართალია, მართალი. მაგალითად, თუ მამაკაცი მოულოდნელად დაეჯახა ასოთი რამეს ან, ვთქვათ, კარში მოიყოლა (არ გაგეცინოთ, ასეც ხდება), შესაძლოა, მოტეხილობა მიიღოს. ასე რომ, სჯობს, მისი სიმაგრე უფრო დამზოგველი მეთოდებით შეამოწმოთ.

8. როგორ გავიგოთ ასოს მოტეხილობის შესახებ?

პროცესს თან ახლავს დამახასიათებელი ხმა და სასქესო ასო მომენტალურად ლურჯდება.

9. ყველაზე პატარა რა ზომის ასოა აღწერილი ისტორიაში?

1,5 სანტიმეტრი.

10. ინტიმური ურთიერთობის შემდეგ ხშირად ცრემლები მომდის. ეს ნორმალურია?

სქესობრივი აქტის დროს ადამიანს თავს ატყდება ჰორმონული ცუნამი. ასე რომ, სენტიმენტები ნუ გაგაკვირვებთ.

11. რა სიჩქარით მიისწრაფვიან სპერმატოზოიდები სანუკვარი მიზნისკენ?

მისეირნობენ - საათში დაახლოებით 20-25 სანტიმეტრის სიჩქარით.

12. ცხოველებიც მასტურბირებენ?

დიახ. მაგალითად, ირმები და მაიმუნები. თუმცა მათგან მხოლოდ ერთეულები. და არა მარტო ხვადები - ძუ მაიმუნებსაც შეიძლება წააწყდეთ ამ მდგომარეობაში.

13. ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გრძელდება სქესობრივი აქტი?

თუ დავუჯერებთ მეცნიერებს, 3-დან 13 წუთამდე.

14. G წერტილი ყველა ქალს აქვს?

ამ წერტილის აღმომჩენთა განმარტებით, თითქმის ყველა ქალს. უმეტესად ის საშოს შესასვლელიდან 3-5 სანტიმეტრზე მდებარეობს.

15. მსგავსი წერტილი მამაკაცებსაც აქვთ?

ასეთი რამ მამაკაცებს არ აქვთ, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ აქვთ ანალოგი - პროსტატა. ამბობენ, რომ თუ თითით გააღიზიანებ ადგილს, რომელიც სწორ ნაწლავსა და სათესლე ჯირკვლებს შორის მდებარეობს, თქვენც და თქვენს პარტნიორსაც დიდი ბედნიერება გეწვევათ.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა