"ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ მსოფლიოში, რადგან ქმარი უფლებას მაძლევს, სხვა კაცებს შევხვდე, ოღონდ...“


image
ალექსანდრა ლე ტისიერმა, 31 წლის OnlyFans მოდელმა საუთჰემპტონიდან, გაამხილა ამბავი ღია ქორწინების შესახებ ქმართან, რომელიც, როგორც ჩანს, თანახმაა, ცოლს ურთიერთობა ჰქონდეს სხვა მამაკაცებთან.

ქმარი არა მხოლოდ უფლებას აძლევს ცოლს, შეხვდეს სხვა მამაკაცებს და ჩამოტვირთოს გაცნობის აპი, არამედ ეხმარება მას ყველაზე შესაფერისი პარტნიორების არჩევაშიც კი.

მხოლოდ არსებობს ერთი პირობა: არანაირი სენტიმენტალობა.

ალექსანდრამ განმარტა, რომ ღრმად არის შეყვარებული ქმარზე, რომელზედაც 10 წელზე მეტია ბედნიერად არის დაქორწინებული. თუმცა, მათი ურთიერთობა ამ ბოლო დროს ოდნავ დაიძაბა და ამიტომ წყვილის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ქმარს ჰკითხა, შეეძლო თუ არა გაცნობის აპლიკაციის ჩამოტვირთვა.
ქმარი დათანხმდა და მეუღლეს ეხმარება პარტნიორების არჩევაში, რომლებიც შეიკრიბნენ ლამაზი შავგვრემანი მოდელის გარშემო. ალექსანდრამ საკუთარ თავს უწოდა "ყველაზე ბედნიერი ქალი მსოფლიოში", რადგან მისი ქმარი "საკმაოდ გონებაგახსნილია".

„დაკანონებული“ და „ლიცენზირებული“ ღალატი, მაგრამ მხოლოდ ერთი წესი უნდა იყოს დაცული: „ეს შეიძლება იყოს მხოლოდ გართობა, სერიოზული არაფერი შეიძლება მოხდეს“.

მოდელმა განმარტა, რომ საკმაოდ მკაცრია პოტენციური პარტნიორების არჩევაში და დასძინა, რომ საბოლოო შერჩევისთვის გარკვეული კრიტერიუმები შემოიღო, როგორიცაა თმის სიგრძე და ასაკი.

ალექსმა განმარტა, რომ ის იყენებს Bumble-ს, აპლიკაციას, რომელიც ქალებს პირველი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას აძლევს. მან გაამხილა, რომ მან ბევრი შეცდომა დაუშვა, როდესაც პირველად იყენებდა გაცნობის აპს, მაგალითად, როდესაც მან შემთხვევით უარყო ადვოკატი, რომელსაც სურდა შეხვედრა.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც უნდა იყოს საბოლოო არჩევანი, ქალის მიერ არჩეულ პარტნიორს ქმრის მოწონებაც უნდა ჰქონდეს.

ალექსი და მიჩი, როგორც ჩანს, კმაყოფილნი არიან იმ პიკანტური კუთხით, რაც მათმა ურთიერთობამ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ბევრი კრიტიკა მოდიოდა, განსაკუთრებით დასაწყისში.

თავად მოდელმა გაამხილა: როდესაც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დაწერა, რომ ჩამოტვირთა გაცნობის აპლიკაცია, ბევრი მაშინვე მივარდა მის ქმარს და ენა მიუტანა. ვერ წარმოედგინათ, რომ მან ძალიან კარგად იცოდა ამის შესახებ.

„ძალიან სასაცილოა, როცა ხალხს ჰგონია, რომ ამას მის გარეშე ვაკეთებ, მაგრამ ამასთანავე სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ. ხალხი უცნაურია“, - თქვა OnlyFans-ის ვარსკვლავმა, - წერს უცხოური მედია

წყარო: tia.ge
шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა