მეცნიერების დასკვა : დედამთილთან ცხოვრება ქალს ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის


image
არაერთი ადამიანის გამოცდილება ადასტურებს, რომ დედამთილთან ერთად ცხოვრებას არც ისე სასიამოვნო მომენტები ახლავს თან. რა თქმა უნდა, კარგია, თუ დედამთილი შვილისა და რძლის ქორწინებაში, მათ ურთიერთობაში არ ერევა, მაგრამ ასე იშვიათად ხდება.

რა თქმა უნდა, ყველა დედამთილი მონსტრი არ არის. არიან ისეთებიც, რომლებიც კეთილი და მოსიყვარულე ბუნებით გამოირჩევიან, ინტელექტუალი ქალები, რომლებმაც იციან, რომ როდესაც ქალი და მამაკაცი ქორწინდება, ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ მათი საქმეა და იცის, რომ არ უნდა ჩაერიოს. ასეთი ქალების მიმართ რძლები არაფერს გამოხატავენ გარდა სიყვარულისა და პატივისცმისა.

ახალი კვლევის თანახმად, დედამთილთან ერთად ცხოვრება, ქალს ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის.

კვლევის თანახმად, სამჯერ უფრო მეტია შანსი, ქალს განუვითარდეს გულის შეტევა, თუ ის დედამთილთან ერთად ცხოვრობს.

დიდ ოჯახში ცხოვრება ქალისთვის დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. ის ისე უნდა მოიქცეს, როგორც დედა, შვილი და ამავდროულად, ქმრისთვის იყოს კარგი პარტნიორი. ეს სტრესი კი, ქალს უვითარებს დიაბეტს და იმატებს არტერიული წნევა.

ოკასას უნივერსიტეტის პროფესორი ისო, განმარტავს რომ მრავალთაობიან ოჯახში ცხოვრება ქალებში გულის შეტევის რისკს ზრდის.

თუ სხვა გზა არ გაქვთ და დედამთილის გვერდით ცხოვრება გიწევთ, გთავაზობთ რამდენიმე საჭირო რჩევას, რომელიც ოჯახში ურთიერთობებს უფრო დაათბობს.

ყველაზე მნიშვნელოვანია დედამთილთან უშუალო კომუნიკაცია, ნუ შეიქმნით დიდ მოლოდინს და ისწავლეთ, რომ თბილი სიტყვებით ყველაფრის მოგვარება შეგიძლიათ.

ნუ სთხოვთ თქვენს ქმარს, რომ დაელაპარაკოს დედას რაიმე თემაზე, რომელზეც კონფლიქტი მოგივიდათ. უშუალოდ თქვენს დედამთილს ესაუბრეთ ამ საკითხზე და ქმარს ნუ ჩარევთ.

როცა ბავშვებს ეხება საქმე, ნუ ჩათვლით რომ ყველა ბებია ნამცხვრებს უცხობს შვილიშვილებს, ნუ ელოდებით ადამიანისგან იმას, რასაც ვერ მიიღებთ.

სერიოზულ კონფლიქტს კარგი არავისთვის მოაქვთ. მკვლევარების თქმით, როცა დედამთილი გსაყვედურობთ და კონფლიქტში გიწვევთ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და საერთოდ არაფერი მოიმოქმედოთ. ან თუ კონფლიქტში თქვენც ჩაერთვებით, კონფლიქტის შემდეგ დახურეთ თემა და არაფერი მოიმოქმედოთ. როგორც ამბობენ, დრო ყველანაირ ჭრილობას კურნავს.

დედამთილის გვერდით ცხოვრებას დიდი სტრესი მოაქვს ყველასთვის. თუ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება და სახლში გამუდმებით ჩხუბი და კონფლიქტია, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.

თქვენ როგორი გამოცდილება გაქვთ დედამთილებთან ურთიერთობის თვალსაზრისით? – გაგვიზიარეთ თქვენი აზრი დედამთილთან ერთად ცხოვრების შესახებ.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა