"არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს მაღალი ტემპერატურის დროს" - ექიმი მაია ხერხეულიძე


image
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვის ცივი წყლით დაზელვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიდგომა შეცდომაა, რადგან ცივი წყალი  სისხლძარღვებს ავიწროვებს:

„ცივი წყლით დაზელვა ან ცივი საფენების გამოყენება მაღალი ტემპერატურის დროს არ არის რეკომენდებული. ცივი წყლის მოხვედრაზე სისხლძარღვების შევიწროვება  ხდება, ამან შეიძლება კიდევ უფრო დიდი გადახურება მოგვცეს ჩვენ.   ტემპერატურა, შესაძლოა, გაიზარდოს, ბავშვმა დაიწყოს კანკალი და მოიმატოს  სითბომ. დაზელვას აქვს თავისი მნიშვნელობა, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ თბილი წყალი. სხვა მინარევების გამოყენება არ არის საჭირო. მცირე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება სპირტის და ალკოჰოლის გამოყენება  დასაზელად. შესაძლოა, ალკოჰოლმა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ბავშვებში  ძალიან კარგად არის განვითარებული სისხლძარღვოვანი ქსელი, რის გამოც  კანიდან მარტივად ხდება ყველაფრის შეწოვა. მოზრდილებთან შედარებით  ბავშვებში სამჯერ-ოთხჯერ უფრო მაღალია კანზე მოხვედრილი ნივთიერებების  შეწოვა.“

მაია ხერხეულიძის თქმით, თუ ბავშვს კიდურები ცივი აქვს, თბილ წყალში ხელის ან ფეხის ჩაყოფა მის მდგომარეობას გააუმჯობესებს:

„თუ დედა ხედავს, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვს გაყინული აქვს  კიდურები, ამ დროს შეიძლება, რომ მას თბილ წყალში ჩავაყოფინოთ ხელი და  ფეხი, დავზილოთ თბილი წყლით, რათა სისხლძარღვები ოდნავ მაინც გავაფართოვოთ. ამით სითბოს გაცემას  გავაძლიერებთ და ბავშვს გადახურებას ავარიდებთ. არ შეიძლება მაღალი  ტემპერატურის დროს ბავშვის ჩაფუთვნა ზედმეტად. ტანსაცმელი უნდა იყოს ძალიან თხელი, რომ ბავშვმა ადვილად გასცეს სითბო.

„რეკომენდაციაა, რომ მივცეთ გაზრდილი რაოდენობით სითხე. შეიძლება ბავშვი საკვებს არ იღებდეს დიდი რაოდენობით, ესეც დაცვის რეაქციაა, რომ ორგანიზმი მეტი ენერგიით ებრძოლოს დაავადებას და არ დახარჯოს ეს ენერგია საკვების გადამუშავებაზე. სითხის მიღებას ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს მეტი სითხე იკარგება და გაუწყლოვება არ  უნდა განვითარდეს."
წყარო: momsedu.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
"ზამთარი ახლიდან მოვიდა" - ძლიერი ქარი და თოვლი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?
14-წლიანი თანაცხოვრების დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ცოტა რამ თამუნა ლეკვეიშვილზე
14-წლიანი თანაცხოვრების დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ცოტა რამ თამუნა ლეკვეიშვილზე
რა მოხდება, თუკი უზმოზე წყლის სმას წესად აქცევთ?
„გაიაზრეთ, რა ხდება უკრაინაში და ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს“ - ელისაბედ ბადაშვილის სტატუსი, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა