ავთვისებიანი სიმსივნე ბოლო სტადიაზე, ექიმების უიმედობა და სრულიად უეცარი სასწაული მამა გაბრიელის ზეთით
3 წლის წინ ჩემს ძმას ჰქონდა თავში ავთვისებიანი სიმსივნე – უკვე ბოლო სტადიაში იყო, მეტასტაზები ჰქონდა გასული. მხედველობა დაკარგული ჰქონდა ორივე თვალში და გონებაც დაქვეითებული. წავიღეთ მამა გაბრიელის ზეთი. თავზე ვუსმევდით და ძლიერი ტკივილი მომენტალურად უჩერდებოდა. ორი კვირის შემდეგ ოპერაცია გავუკეთეთ. ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ სიმსივნე აღარ ჰქონდა. არადა ოპერაციას არ უკეთებდნენ, აზრი არ აქვსო. ხელიც მოგვაწერინეს, რომ პასუხს არ აგებდნენ. ისეთი ტკივილები უნდა ჰქონდეს, ვერ უძლებდესო. ჩვენ კი იმ 2 კვირის განმავლობაში წამალი არ დაგვილევინებია, მხოლოდ მამა გაბრიელის ზეთს ვუსმევდით. დღეს ჯანმრთელად და კარგად არის.
აღნიაშვილი გულნარა
დიდი დიღომი. პეტრიწის 9ა კორპ. ბ. 40
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები