„ბანკის ვალს რომ იღებთ, აიფონს ყიდულობთ და ამასთან ტელეფონზე დარეკვისა და სელფის გადაღების მეტი არაფერი იცით, ამ ფენომენს რა ჰქვია“ – თეა გვასალია


image
ბანკის ვალს რომ იღებთ, აიფონს ყიდულობთ და ამასთან ტელეფონზე დარეკვისა და სელფის გადაღების მეტი არაფერი იცით, ამ ფენომენს რა ჰქვია?, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი და მთაგრმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“რაც უფრო ძვირდება ბენზინი, ქალაქში მანქანების რაოდენობა რომ მატულობს, ერთი ეს ამოცანა ხომ ვერ ამოვხსენი და მეორე: ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ყოველ მეორეს ბოლო ან ბოლოსწინა აიფონი რანაირად უჭირავს ხელში.
ერთი პოსტი შემხვდა დღეს „ფეისბუქზე”, ანდროიდის დამტენი დამჭირდაო, ადამიანი წერდა, ოთხი სართული შემოვიარე სამსახურში და ერთი ანდროიდი არავის ჰქონდა წამლად, ყველას აიფონი ედო მაგიდაზეო.
ხმას არ ვიღებ იმ ხალხზე, ვინც მართლა ერკვევა ტელეფონის ყველა ფუნქციაში და მაქსიმალურად იყენებს აიფონის შესაძლებლობებს, მაგრამ უმეტესობას ხომ მისი ტექნიკური მახასიათებლები კი არა, უკან მიხატული, მოკბეჩილი ვაშლი გაინტერესებთ, რაც, თქვენი ღრმა რწმენით, სხვის თვალში რენომეს გმატებთ.
რა ვიცი, მე ასე მგონია, ჩემი საქმე მაშინ იქნება ცუდად, ტელეფონის მეტი თუ არაფერი მექნება თავმოსაწონებელი. ღმერთმა დამიფაროს, ტელეფონით, ჩანთით ან მზის სათვალით შემაფასონ და არა ჩემი თარგმანებით, ესპანური ენის სახელმძღვანელოებით, კარგად გაზრდილი შვილებით და უმაგრესი მოსწავლეებით, რომელთა უმეტესობა ესპანეთის ან ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობს ან მუშაობს.
ბოლო ტელეფონი, შვიდას თუ რვაას ლარიანი სამსუნგი ოთხი წლის წინ ვიყიდე და სანამ არ გაფუჭდება, გამოცვლაზე არც ვიფიქრებ. ტელეფონი რისთვისაც მჭირდება: დარეკვა, სოციალური ქსელები, მობაილბანკით სარგებლობა, როცა კომპიუტერთან არ ვარ ესპანეთის ტელევიზიის ყურება და მანქანაში მათივე რადიოს მოსმენა, ჩემი სამსუნგიც საუკეთესოდ ახერხებს და აიფონი ვისი თვალის დასავსებად ვიყიდო? ჩემთვის ნამდვილად არაა პრობლემა აიფონის ყიდვა, უბრალოდ ვთვლი, რომ ტყუილად გადავყრი ფულს. მაგრამ ბანკის ვალს რომ იღებთ, აიფონს ყიდულობთ და ამასთან ტელეფონზე დარეკვისა და სელფის გადაღება-სოც. ქსელებში ატვირთვის მეტი არაფერი იცით, ამ ფენომენს რა ჰქვია? ფსიქოლოგები როგორ ხსნიან? ამასაც ექნება რაიმე სახელი, უბრალოდ მე არ ვიცი”, – წერს თეა გვასალია.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები
---

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
10 ადგილი სადაც მამაკაცების დეფიციტია და ქალები მამაკაცებს ეხვეწებიან
მრავალ წლიანი ქორწინება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის დღემდე უცნობი ამბები
მრავალ წლიანი ქორწინება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის დღემდე უცნობი ამბები
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა