13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები


image
39 წლის მსახიობი ვანო ჯავახიშვილი წლებია ტელეკრანზეა.  მას მთელი საქართველო იცნობს და ის ბევრისთვის საყვარელი პერსონაჟია.
მსახიობი, პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად ახერხებს იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 
 
მსახიობი მის პირად ცხოვრებაზე ხშირად არ საუბრობს, თუმცა „დაიჯესტმა“ გადაწყვიტა დღეს ვანო ჯავახიშვილის პირადზე გიამბობთ. როგორია მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა, ვინ არის მისი მეუღლე და რა გზა გაიარა მან წარმატებისკენ - ამ ყველაფერს დღეს გიამბობთ.

კარიერა

2019 წლამდე, 16 წლის განმავლობაში, მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში და მიჰყავდა გადაცემა ვანო ჯავახიშვილის შოუ. მონაწილეობას იღებდა „კომედი ჯგუფის“ გადაცემა „კომედი შოუს“ სკეტჩებში. 2019 წლის აგვისტოში დატოვა ტელევიზია და გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც გაგრძელდა გადაცემა „ვანოს შოუ.“

„იღბალი, რა თქმა უნდა, არსებობს. იღბალი რომ არ მქონდეს, დღეს ვიქნებოდი ჩვეულებრივი ადამიანი, ისეთი, როგორიც ყველაა: მექნებოდა ჩემი საქმე, ვიმუშავებდი ისეთ სამსახურში, სადაც ტექნიკური განათლებაა საჭირო – ბანკში ან სადმე სხვა ასეთ ადგილას, მით უმეტეს, რომ სპეციალობით მათემატიკოსი ვარ. ალბათ, ჩემი ნიჭის ბრალია, რომ, არა ტექნიკურ სფეროში, არამედ აქ მოვხვდი. წარმატებაში, ალბათ, ისიც დამეხმარა, რომ საკუთარი თავი „ჟილკიან“ ადამიანად მიმაჩნია, მანამ არ ვჩერდები, სანამ მიზანს არ მივაღწევ. წესით, მე ყველასთვის საყვარელი პიროვნება არ უნდა ვიყო და, ისეთებიც არსებობენ, ვისაც არ ვუყვარვარ, თუმცა, ზოგადად ვიცი, რომ ხალხს ვუყვარვარ და ეს ძალიან მიხარია. ეს არის პოპულარობის „ხიბლი“...“- ამბობს ვანო ჯავახიშვილი.

- თანამშრომლებთანაც მკაცრი ხარ? ზოგადად, როგორი ხარ კადრს მიღმა?

– საქმესთან მიმართებით მკაცრი არ ვარ, მომთხოვნი ვარ! ზოგადად, წამყვანების უმრავლესობა, კადრს მიღმა, რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა. არც მე ვარ გამონაკლისი. იშვიათად გამოვდივარ წყობიდან, ეს რთულია. თუმცა, ქუჩაში ისე მიჭრიან მანქანის მძღოლები გზას, ამ დროს თავს ვერ ვიკავებ და წყობიდან გამოვდივარ.


– აზარტულ თამაშებში თუ გიმართლებს?

– ერთხელ ვარ ნამყოფი კაზინოში, მეგობარი თამაშობდა და მე ვუყურებდი. ისეთი აზარტული ვარ, რომ ვითამაშო, ბოლომდე შევყვები და გავბანკროტდები. ტოტალიზატორში ვდებ ხოლმე მიზერულ თანხებს, რომ ფეხბურთის ყურებას რაღაც მიზანი ჰქონდეს, თუმცა, მნიშვნელოვანი არასდროს არაფერი მომიგია. ერთხელ მოვიგე „ლოტოში“ 1 ლარი და 47 თეთრი, ხუთიათასმა ბილეთმა მოიგო რაღაც თანხა, რომელიც გაიყო და მეც ეს მცირე ნაწილი შემხვდა. მას შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ მხრივ მაინცდამაინც არ მიმართლებდა. ჩემი ყველაზე დიდი მოგება არის „ვა-ბანკის“ 11 ათასი ლარი. ესეც, მგონი, უფრო ჩემი ცოლის დამსახურებაა – ძირითადად მან გახსნა ის კეისები, სადაც ძალიან დაბალი თანხები იყო.

ჩემი ცოლი არის ჩემი თილისმა. თამუნა პროფესიით ჟურნალისტია და ყველა საკითხში ჭკვიანურ და კომპეტენტურ რჩევებს მაძლევს, ბოლო პერიოდში, რაც კი ჩემს ცხოვრებაში უკეთესობისკენ შეიცვალა, ძირითადად მისი დამსახურებაა. ჩემი ცოლია ჩემი „ფოკუს-ჯგუფის“ შეფი.
2018 წელს ცნობილი მსახიობი ტელეკრანებიდან გაქრა, რამაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

როგორც შოუმენი ჰყვებოდა, ამ დროს სახლში იყო და მკურნალობდა.

„გადაღლისგან წამიერი გათიშვა და ტვინის შერყევა მქონდა, ერთ-ერთ სუპერმარკეტში წავიქეცი. სალაროსთან დამემართა ეს, სანამ ფულს გადავიხდიდი. როცა გონს მოვედი, უკვე იატაკზე ვიწექი და მასულიერებდნენ, წყალს მასხამდნენ. ცოტა ხანში სასწრაფოც მოვიდა და ლიუბლიანაზე, რკინიგზის კლინიკაში წამიყვანეს. იქ მძიმე ფორმის ტვინის შერყევა დამიდგინეს. სტაციონარში აღარ დამტოვეს და სახლში წამოვედი – იქვე ვცხოვრობ.

წოლითი რეჟიმი მქონდა, ოღონდ სიბნელეში უნდა ვყოფილიყავი, სინათლე არ შეიძლებოდა. ყველანაირ ინფორმაციას ვიყავი მოწყვეტილი, რადგან არც ტელევიზორის ყურება შეიძლებოდა, არც „ფეისბუკზე“ შესვლა, არც მესიჯების კითხვა და მერე მივხვდი, თურმე რა კარგია ეს ცხოვრება.

-რადგან თავის ტრავმა გქონდათ, ალბათ, ამიტომაც ამბობდნენ, რომ თავს დაგესხნენ.

- სხვათა შორის, როგორც კი გონს მოვედი, მაშინვე ის გავიფიქრე, ალბათ, ახლა დაწერენ, რომ ვიღაც თავს დამესხა-მეთქი. სუპერმარკეტის კამერებმა ყველაფერი დააფიქსირა, თავს არავინ დამსხმია. სალაროსთანაც მარტო ვიდექი. მარტო რომ არ ვმდგარიყავი, ტვინის შერყევა არ მექნებოდა, ხალხი მაინც დამაკავებდა. მოკლედ, ვერსიები ისეთი ჰქონდათ, რომ…

ხომ თქვეს, კაცი ცუდად არის, ტვინის შერყევა აქვსო, მაინც საოცარი ვერსიები მოვისმინე. თურმე ექიმებიც მოვისყიდე, რომ ეს ეთქვათ. საქართველოში ადამიანის ფანტაზია სადამდე შეიძლება წავიდეს, ეს ჩემთვის ჯერჯერობით ამოუხსნელია.



ცოლი
ხშირად ისმის კითხვა, ვინ არის ვანო ჯავახიშვილის ცოლი? ეს ალბათ იმიტომ, რომ ვანო ნაკლებად საუბრობს სახალხოდ პირად ცხოვრებაზე და თავიდან ბოლომდე იუმორის სამყაროშია „გადავარდნილი“.

ვანოს მეუღლე, თაკო მურუსიძეა, ერთმანეთი რადიო „ფორტუნა პლუსში“ გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ, ისინი უკვე 13 წელია რაც ერთად არია.
ვანო და თაკო ერთი შვილის, ნიკოლოზის მშობლები არიან.

„არასოდეს ცოლისთვის არ მიღალატია.. ჩემთვის ოჯახი ყველაზე მთავარია, როდესაც ოჯახი მთავარია, ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ოჯახის ამბავს არ მიყვარს, ვერიდები, მსუბუქი ფლირტიც კი არ მიყვარს, ფლირტი ხომ იციან ბიჭებმა, ასეთი ადამიანები არსებობენ, მართალია არ ღალატობენ მეუღლეებს, მაგრამ არსებობენ. ჩემთვის არ არის ეს მისაღები იმიტომ რომ, მე ამით ვთვლი, ზიანს ვაყენებ მეუღლეს,“ - ამბობს ვანო ჯავახიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„ჩვენ ერთმანეთი აგვისტოს ერთ ცხელ საღამოს, შავი ზღვის სანაპიროზე გავიცანით. მე ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ჩემთვის გაგიმეტა.

შენ ყველაზე კეთილშობილი, უბოროტო და ჰუმანური ადამიანი ხარ მათ შორის, ვისაც მე ვიცნობ. შენ იმდენი მოახერხე, რომ ჩემი რთული ხასიათიც კი შეცვალე და უკეთეს ადამიანად მაქციე.

მინდა, მუდამ წარმატებული იყო, რადგან შენ ნიჭიერთან ერთად საოცრად შრომისმოყვარეც ხარ. მიყვარხარ“- წერდა ვანო ჯავახიშვილს მეუღლე.

სკანდალები
⚪ 2017 წელს ვანო ჯავახიშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. საქმე ეხებოდა ემზარ კვიციანის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ვანო ჯავახიშვილი გიორგი სანაიას მსგავსად, მომავალი მსხვერპლი შეიძლება გახდეს“.

როგორც ვანო ჯავახიშვილი ამბობდა, ემზარ კვიციანსა და ირმა ინაშვილს მისი ხუმრობები არ მოეწონათ და მსგავსი განცხადება ამის გამო გააკეთეს.

„როდესაც ემზარ კვიციანის განცხადებას საზოგადოების და ტელევიზიის მხრიდან შეფასება მოჰყვა, უცებ შეიცვალა მუქარის მიმართულება და იუმორში გადაიტანეს, რომ თითქოს ემზარს ასეთი იუმორი აქვს და ასე აანონსებს ადამიანების ლიკვიდაციას. მაშინ მე ვურჩევ, რომ ისწავლონ იუმორის ფორმები და რა არის იუმორი. ჩემი ოჯახის წევრებმა ეს განცხადება ძალიან განიცადეს“, - ამბობდა ჯავახიშვილი.
⚪- ვანო, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ბოლო გადაცემამ. ვიდეო, რომელიც ტოპ ვიდეოდ გაუშვით, ყოფილი ხელისუფლების დროს იყო გადაღებული. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ორი საქანელა მოხუცებს „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაიდგა სოფელში სადაც მხოლოდ ორი მოხუცი ცხოვრობდა.

-ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ბმული მოგვაწოდა მაყურებელმა. ვიდეოს ატვირთვის თარიღი მითითებული იყო 2013 წლის 22 სექტემბერი. მომდევნო გადაცემაში ბოდიშს მოვიხდით. თუ გაინტერესებთ, დაგეგმილად გავაკეთეთ თუ არა, ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ - არა. ეს იყო შეცდომა, რომელიც ყველას შეიძლება, დაემართოს და ყველას ეპატიება. ჩვენც ვაღიარებთ ჩვენს შეცდომას. მომავალში ვინმემ რომ რამე წამოგვაძახოს, ასეთი არაფერი არ გვინდა.

-მომავალში მსგავსი შეცდომა რომ არ გაიპაროს გადაცემაში, რამე ღონისძიებას ხომ არ გეგმავთ.

- ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ხოლმე და ამ მიმართულებით უფრო დაკვირვებულები ვიქნებით, რომ მსგავსი შეცდომა აღარ გაგვეპაროს.

წყარო: ​digest.pia.ge​​​шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
რამდენი იქნება იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი ?
უდიდესი ტრაგედიაა – სანდრა რულოვსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
ლაშა ბექაური შეყვარებულს დაშორდა?! - სოციალურ ქსელებში მათ ერთმანეთის ფოტოები წაშალეს
"იცოდე მეორედ დაგაფეხმძიმებ" - გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძეს მიმართავს
სად არის გიორგი გახარია - მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ - რა არის ეს, რა პრანჭვაა? - ალეკო ელისაშვილი
"ქალი ძალიან სექსუალურია, როცა საჭესთანაა, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე ზის“
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
რეკლამა