"სოფოს ცრემლები რომ დავინახე, ძალიან იმოქმედა..." - ქართველი ცოლი და თურქი ქმარი დორტმუნდის სტადიონზე: როგორ "მორიგდნენ" ქართულ-თურქულ ოჯახში დრამატული მატჩის შემდეგ


image
გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გამართული ისტორიული მატჩი და ქართველი ფეხბურთელების ღირსეული თამაში მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრშია. ემოციური ამოჩნდა გულშემატკივრების ფოტოები სტადიონიდან, სადაც ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
თამაშს არაერთი ქართველი და თურქი გულშემატკივარი ესწრებოდა. მათ შორის იყო წყვილი, რომლებმაც წლების წინ ქართულ-თურქული ოჯახი შექმნეს. სოფი კერესელიძე და აპი არსლანი გერმანიაში, საკუთარ ქვეყნებს გულშემატკივრობდნენ.
- სოფო, თქვენზე მოგვიყევით. რამდენი ხანია დაოჯახებული ხართ?
- მე და აპიმ ერთმანეთი 10 წლის წინ, თბილისში, გავიცანით და ახლაც ჩვენს შვილებთან ერთად აქ ვცხოვრობთ. ერთად რამდენიმე კომპანია დავაარსეთ, გვაქვს ინდუსტრიული სამზარეულოს ტექნიკის და დანადგარების შოურუმები თბილისსა და ბათუმში (APINOX). ბევრს ვმოგზაურობთ, დიდ დროს ვატარებთ აპის ოჯახთან ერთად სტამბოლშიც. სპორტი ორივეს ძალიან გვიყვარს.
- როგორ მოხვდით ლეგენდარულ მატჩზე, როგორ ემზადებოდით ამ დღისთვის?
- მატჩის ბილეთები ჯერ კიდევ თურქეთის ჯგუფიდან გასვლისას შევიძინეთ. მაშინ ჯერ არ იყო ცნობილი ვინ იქნებოდა თურქეთის მეტოქე. საქართველო-საბერძნეთის მატჩსაც ერთად ვუყურეთ. საოცარი ემოცია გვქონდა. საქართველოს ნაკრების გამარჯვება მეგობრებთან ერთად, თბილისში აღვნიშნეთ. თუმცა, ორივემ ვიცოდით, რომ წინ რთული დღე გველოდა. გამოცდილება უკვე გვქონდა ევრობასკეტის საქართველო-თურქეთის თამაშის, მაშინ საქართველომ საოცარი თამაში აჩვენა და გავიმარჯვეთ, მაგრამ შემდეგ მოედანზე ქართველ და თურქ კალათბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა, რამაც ცხადია ტრიბუნებზეც გადაინაცვლა. ეს იყო ურთულესი დღე, რადგან ჩემს ქართველ მეგობრებს და თურქეთიდან საგულშემატკივროდ ჩამოსულ ჩვენს მეგობრებს შორის ვიდექით, მაქსიმალურად ვცდილობდით სიტუაციის განმუხტვას. განაგრძეთ კითხვაшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები
---

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა