სოციალურ ქსელში, თბილისის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში მომხდარი კურიოზი ქვეყნდება, რომელიც ინეტრენეტ სივრცეში დიდი მოწონებით სარგებლობს: „მარშრუტკაში“… სამარშრუტო ტაქსიში ვსხედვართ. მძღოლმა გააჩერა. ჩამსვლელმა შუახნის მამაკაცმა, უკანა რიგში ქალბატონს გასძახა: – ქ-ნო ნანული, თქვენი ფული გადახდილია. – მომიკვდეს თავი, რატომ შეწუხდით, სამწუხაროდ, ვერ გიცანით. – მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდათ, გივი ვარ. ნანული წამოხტა ფეხზე და სანამ ხმას ამოიღებდა, მამაკაცი ჩავიდა. ატყდა „მარშუტკაში“ ჩოჩქოლი და ხითხითი. ნანული ფერდაკარგული იდგა.