"ხელფასები 100%-ით გავზარდეთ, კადრებს მაინც ვერ ვპოულობთ" - ავეჯის მწარმოებელი


image
მშენებლობის ბუმისა და უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის კვალდაკვალ მოთხოვნა ავეჯზეც იზრდება. თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში გაყიდულ ავეჯში დიდი წილი არა ადგილობრივ ნაწარმს, არამედ იმპორტირებულ პროდუქციას უკავია. გასულ წელს ქვეყანაში 295 მილიონი ლარის ავეჯი გაიყიდა და ამ მაჩვენებელში ადგილობრივი ნაწარმის წილი მხოლოდ 27%-ია.

ერთი პრობლემა, რაც ადგილობრივი პროდუქციით იმპორტირებული ნაწარმის ჩანაცვლების პროცესს აფერხებს - არის ფასი, რომელიც იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებას აჭარბებს. ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, მხოლოდ ერთწლიან ჭრილში ფასი საშუალოდ 20-30%-ით არის გაზრდილი.
კომპანიების ნაწილი ავეჯის გაძვირების მთავარ მიზეზად იმ ნედლეულის გაძვირებას ასახელებს, რომელიც სრულად იმპორტირებულია. მომწოდებლის მიერ გაზრდილი ფასი კი თავისთავად პროდუქციის თვითღირებულებაზე პირდაპირ აისახება.

"ნედლეული არის სრულად იმპორტირებული, რადგან საქართველოში მსგავსი პროდუქტი არ იწარმოება. ჩვენი მასალა ძირითადად არის თანამედროვე ლამინატი, მდფ-ი, ლითონი და შუშა. ჯერჯერობით, არ ვეხებით ნატურალურ ხეს, რადგან ფასი საკმაოდ მაღალია, მოთხოვნა კი უფრო ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქციაზეა.  ნედლეულის ფასი მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული და საკმაოდ ძვირია. აქაც მასალის სხვადასხვა კატეგორიაზე ვსაუბრობთ და ფასი დაახლოებით 20-30%-ით არის მომატებული. შესაბამისად, მწარმოებლებს ამის თვითღირებულებაზე ასახვა გვიწევს. ერთწლიან ჭრილში ავეჯიც დაახლოებით ამავე პროპორციით გაძვირდა. ფაქტობრივად, მარჟა არ შეგვიცვლია, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ბოლო ერთი წელია რაც შემოვიდეთ.
 სრულად დამოკიდებული ვართ მომწოდებლის მხრიდან ფასების ცვლილებაზე", - აღნიშნავს ავეჯის საწარმო "ჰომეტას" დამფუძნებელი ბარბარე მეხრიშვილი.
ავეჯის კიდევ ერთი მწარმოებელი, კომპანია "სოფგამას" დამფუძნებელი კი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის ფასის დასტაბილურების მიუხედავად, ზოგიერთი იმპორტიორი პროდუქციას არ იაფებს და ფასს კვლავ ძველ ნიშნულზე ტოვებს.

"საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის ფასი დაწეულია, აღარ არ არის იმ ნიშნულზე, რაზეც ადრე იყო, თუმცა ზოგიერთი ბიზნესმენი ამ მდგომარეობით მანიპულირებს და ჩვენთან შემოტანილი იმპორტირებულ პროდუქციაზე ისევ ძველ ფასს ტოვებს. თუ იმპორტირებულმა პროდუქციამ ფასის კლება დაიწყო, ჩვენ ძველი ფასი არ უნდა დავტოვოთ", - ამბობს "სოფგამას" დამფუძნებელი, ზურა კვარაცხელია.

ავეჯის მწარმოებლების ნაწილი კი, პროდუქციის გაძვირებას სამუშაო ძალის დეფიციტის ფონზე, დასაქმებულების ანაზღაურების ზრდას უკავშირებს.
"ჩინეთიდან ტრანსპორტირება შედარებით გაიაფდა, თუმცა ძველ ნიშნულზე მაინც არ არის დაბრუნებული. ადრე თუ კონტეინერი 3-4 ათასი ღირდა, ახლა ფასი 8-9 ათასის ფარგლებშია. რაც შეეხება ავეჯის გაძვირებას, ვფიქრობ, ეს ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაზე მეტად, სამუშაო ძალას უკავშირდება. კადრები ძალიან გაძვირდა, ხელფასები 100%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, სამუშაო კადრი ფაქტობრივად აღარ არის, მათი პოვნა ძალიან ჭირს, ბოლო ერთი წელია ამ მხრივ საოცრება ხდება. ჩვენს მაგალითზე გეტყვით, რომ ორი ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ, სადაც დღეში დაახლოებით 10 საათს მუშაობენ და ანაზღაურება საათში 8 ევრო აქვთ. ჩვენთან კი, დღეში 7 საათს მუშაობდნენ 100 ლარი გამოსდიოდათ", - აცხადებს ავეჯის საწარმო "შნოს" დამფუძნებელი გივი ნიორაძე. шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
თუ ყურადღებით არ იქნებით და მანქანას ამ წესების დარღვევით გააჩერებთ, დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ
„ერთმა რუსმა „ტურისტმა“ მკითხა: „სად დაკარგეთ ქართველებმა თქვენი სანაქებო სტუმართმოყვარეობაო?“ მე ვუპასუხე..“ - იოსებ შველიძის გაცემული პასუხი, რომელიც ინტერნეტ სივრცეს იპყრობს
"5 ლიტრიანი ზეთი თურქეთში 24 ლარი ღირს , საქართველოში კი 45 ლარზე მეტი " - ქართველების რიგები თურქეთის მარკეტებთან
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
რეკლამა
პოპულალური
რამდენი იქნება იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი ?
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
"ქალი ძალიან სექსუალურია, როცა საჭესთანაა, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე ზის“
რეკლამა