სკოლაში მა­რი­ა­მი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად გა­იყ­ვა­ნეს, ბავშვმა მითხრა სახლში გამოწვით მემუქრებიანო - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ?


image
უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი მოხ­და იმე­რეთ­ში, ერთ-ერთი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­ტოლს თვით­და­ზი­ა­ნე­ბის­კენ უბიძ­გე­ბენ. რო­გორც არას­რულ­წლო­ვა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აცხა­დებს, მე­ცხრე კლა­სელ გო­გო­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მხრი­დან სის­ტე­მა­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ბოლო შემ­თხვე­ვის დროს კი, მას ბას­რი საგ­ნით ხე­ლის და­სერ­ვა და მათი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ა­ვა­ლეს.

"რო­გორც კი ზარი და­ი­რე­კე­ბა, სა­პირ­ფა­რე­შო­ში ცერა თი­თი­დან ვე­ნე­ბამ­დე გა­და­ის­ვი. არ იზამ და რო­გორც კი დრო მო­მე­ცე­ბა, და­გი­ნა­ხავ ტუ­ა­ლეტ­ში და უნი­ტაზ­ში ჩა­გახ­რჩობ" - ამ ში­ნა­არ­სის წე­რილს უგ­ზავ­ნიდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­ტოლს.

არას­რულ­წლო­ვან­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ოჯახს აც­ნო­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ იცო­და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დაცმვე­ლე­ბი საქ­მე­ში მხო­ლოდ იუ­რის­ტის მი­მარ­თვის ჩა­ერ­თვნენ.

გო­გო­ნას დედა ჰყვე­ბა, რომ ბავ­შვზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა, მისი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნე­ბის მხრი­დან, დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტი სა­დღაც ერთი წლის წინ და­ი­წყო, როცა ამ სკო­ლა­ში გად­მო­ვი­და ჩემი შვი­ლი. მა­შინ მძაფ­რი რე­აქ­ცია არ მქო­ნია, რად­გან მე­გო­ნა მოგ­ვარ­დე­ბო­და. ჩემი შვი­ლი სახ­ლში არა­ფერს ამ­ბობ­და, მე ვი­ყა­ვი ყუ­რა­დღე­ბით, კი­თხვებს ვუს­ვამ­დი, ვინ­მე ხომ არ ავიწ­რო­ებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ თა­ვად მო­აგ­ვა­რებ­და.
10 დღის წინ სახ­ლში მო­ვე­დი და ჩემი მე­ო­რე შვი­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ მა­რი­ა­მი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად გა­იყ­ვა­ნეს, ჩავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში და მი­ვე­დი სა­დაც იყ­ვნენ. ჩემს შვილს ვუ­თხა­რი ჩამ­ჯდა­რი­ყო მან­ქა­ნა­ში, შემ­დეგ გა­მომ­ყვნენ ის ბავ­შვე­ბიც და რეპ­ლი­კებს მეს­მოდ­ნენ. შემ­დეგ "ინ­სტაგ­რამ­ზე" "ლა­ივ­შიც" გა­სუ­ლან და მე და ჩემს შვილს სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბით მოგ­ვიხ­სე­ნი­ებ­დნენ.
შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ სახ­ლში ჩემ­თან და ერთ-ერ­თმა მა­რი­ამს თა­ვი­სი პი­რა­დუ­ლი გა­ან­დო და უთხრა, რომ თუ ამას ვინ­მეს ეტყო­და, სახ­ლში გა­მოწ­ვავ­და. შე­ე­შინ­და ბავ­შვს და მი­თხრა, მე­მუქ­რე­ბაო. ორ­შა­ბათს მი­ვე­დი სკო­ლის დი­რექ­ცი­ა­ში და ვუ­თხა­რი, რომ ბავ­შვი მყავ­და საფრ­თხის წი­ნა­შე. მი­თხრეს, რომ ბავ­შვე­ბის და­კი­თხვის უფ­ლე­ბა მშობ­ლე­ბის გა­რე­შე არ გვაქ­ვსო. მო­ვი­თხო­ვე, რომ მათი მშობ­ლე­ბიც და­ე­ბა­რე­ბი­ნათ და მი­ვი­დო­დი მეც. მხო­ლოდ ერთ კი­თხვა­ზე მინ­დო­და პა­სუ­ხი - რას ერ­ჩოდ­ნენ პა­სუ­ხი. და­მამ­შვი­დეს რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და.
გუ­შინ ბავ­შვი სკო­ლა­ში არ წა­ვი­და. თურ­მე დი­ლით ჩან­თა­ში უნა­ხავს ფურ­ცე­ლი, ის წე­რი­ლი რაც ყვე­ლამ ნა­ხეთ. სა­ღა­მოს მე­უბ­ნე­ბა, დედა გა­და­მიყ­ვა­ნე ამ სკო­ლი­და­ნო და მაწ­ვდის ფურ­ცელს. ვხსნი ამ ფურ­ცელს და ვხე­დავ "ბრიტ­ვას" და ტექსტს, რომ შენ თუ ამას და ამას არ გა­ა­კე­თებ, ჩა­გახ­რჩობთ უნი­ტაზ­ში. მა­შინ­ვე დავ­რე­კე იუ­რის­ტთან და ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­საც ვე­სა­უბ­რე" - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

Sharyn
Sharyn 25 сентября 2024 21:08
replica handbags ic027,https://fb1.bagsacs.ru,replica bags bb692

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
რამდენი იქნება იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი ?
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
"ქალი ძალიან სექსუალურია, როცა საჭესთანაა, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე ზის“
რეკლამა