პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გადაცემა "ექიმებში" ის ხუთი მოძველებული ნივთი და პროდუქტი გაგვაცნო, რომელიც სახლში არ უნდა შევინახოთ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია კბილის ჯაგრისზე, რომელიც ლევან რატიანის თქმით, 3 თვეში ერთხელ უნდა შევცვალოთ, ხოლო რომელიმე ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მოხდის, მათ შორის კორონავირუსის გადატანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გადავაგდოთ.