"გილოცავთ, ოფიციალურად ქალაქი გაჩერებულია!" - რა ფოტოები ვრცელდება მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირისა და შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო?
აღნიშნულის მიზეზი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციაა, რომელიც გუშინ დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, წუხელ, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით მოხდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.
ნახეთ: დაიწყო წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია - სად როგორ შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება?რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივი დარჩება, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი.
საავტომობილო საცობის ფოტოებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში, "ქალაქის პრობლემები" ავრცელებენ და წერენ (გააგრძელეთ კითხვა)
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები