„უფლება არ გაქვთ, გიყვარდეთ კაცი, რომელიც დაოჯახებულია… დაიმახსოვრეთ, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერავინ ააწყობს“ – მამა საბა ჭიკაიძე


image
„მაქვს თუ არა უფლება, ჩემზე უფროსი კაცი მიყვარდეს, რომელიც ქორწინებაში იმყოფება, მაგრამ სიყვარულს მეფიცება?! რამდენჯერმე დავშორდი, მაგრამ თავს არ მანებებს“, – ფრაზა, რომელიც არაერთხელ მოგისმენიათ, წაგიკითხავთ და ბევრი რჩევა გიკითხავთ, ან გაგიციათ, ყოველთვის აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ამის პასუხი ყველამ იცის, მაინც ელიან, რომ სხვისგან სასურველ პასუხს მოისმენენ და თანაგრძნობას მიიღებენ.

მამა საბა ჭიკაიძე ტრადიციული კითხვა-პასხუის რეჟიმში სწორედ ამ მიღებულ შეკითხვას შემდეგნაირად განმარტავს:

„ამ კითხვაზე პირდაპირ გიპასუხებთ – უფლება არ გაქვთ, რომ გიყვარდეთ ადამიანი, კაცი, რომელიც არის ქორწინებაში და დაოჯახებულია. რაც უნდა სიყვარულს გეფიცებოდეთ, გარწმუნებდეთ თავის სიყვარულში და საჩუქრებს გიკეთებდეთ, ამას არავითარი მნიშვნელობა აქვს. 
პირდაპირ მინდა გითხრათ, მთელი დამაჯერებლობით, ეს სიყვარული არ არის, ეს არის ვნება. ამიტომ, თქვენც ეცადეთ, თქვენი თავი გააკონტროლოთ და მისდამი არანაირი გრძნობა გაგიჩნდეთ. და თუ უკვე გაგიჩნდათ, მაშინ ეცადეთ, რომ საკუთარ თავს მოერიოთ.

დაიმახსოვრეთ, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერავინ ააწყობს. ეს არავის გაუკეთებია, დღემდე ვერავის მოუხერხებია და ვერც ვერავინ მოახერხებს. ამიტომ ეცადეთ, რომ ფრთხილად იყოთ და სხვისი ოჯახის ნგრევის მიზეზი არ გახდეთ.

თუ იმ ადამიანს რაღაცა შინაგანი, სულიერი ბრძოლები აქვს და რაღაცას ვერ ალაგებს თავის მეუღლესთან, კომფორტის ზონა დაერღვა, მე სულითა და გულით ვურჩევ, საკუთარ თავს მიხედოს და კაცურად მოიქცეს. გაიაზროს, რომ ოჯახის კომფორტის ზონა არ არის. ბრძოლის ველი და ასპარეზია. როცა ასე ხარ განწყობილი, იცი, რომ უნდა იბრძოლო, მაშინ ღმერთი საჩუქრებს გაძლევს და იმაზე მეტი კომფორტი გეძლევა, ვიდრე საჭიროა. აუცილებლად, საბრძოლო განწყობა უნდა გქონდეს. 
როგორც კი მეუღლესთან რაღაც არ გესიამოვნება და უკვე ფიქრობ, რომ მისამართი შემეშალა, ეს ცოლად არ უნდა მომეყვანაო, ასე არ არის. სხვა მოგეწონება, იმასთან მოგინდება და შეიყვარებ, ეს სიყვარული არ არის, ჩემო კარგო. ეს თავქარიანობა, არასერიოზული დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, უპასუხისმგებლობა ღვთის წინაშე და ვნებაა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, არავითარ შემთხვევაში, თქვენს თავს უფლება არ მისცეთ, არა მხოლოდ კონკრეტულად ამ მამაკაცთან ურთიერთობაში, საერთოდ დაიმახსოვრეთ, რომ გაიგებთ, კაცი დაოჯახებულია, იქ ყველაფერი ჩაკეტეთ. იცოდეთ, რომ იქ აკრძალულ ხილს ეტანებით, რომელიც კარგად არავითარ შემთხვევაში დამთავრდება,“ – ამბობს სასულიერო პირი.

წყარო: ​ttimes.ge​​​шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
ნახალოვკაში მისი სახელი ყველამ იცის – „ზილის“ მძღოლი, რომელიც ცნობილ კრიმანალებსაც კი აფრთხობდა
ნახალოვკაში მისი სახელი ყველამ იცის – „ზილის“ მძღოლი, რომელიც ცნობილ კრიმანალებსაც კი აფრთხობდა
"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."
"ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა, ახლა მისგან ბავშვს ველოდები, მაგრამ მშობლები წინააღმდეგი არიან, მირჩეთ რა ვქნა.."
"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა