”სინამდვილეში მანუ ტელევიზიიდან იმიტომ გაუშვეს რომ… – ნახეთ ირმა სოხაძემ სიმართლეს ფარდა ახადა და შოკისმომგვრელი რამ გაამხილა


image
რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პოსტვზე” შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა, რომ­ლის წამ­ყვა­ნე­ბიც ირმა სო­ხა­ძე და მანუ მურ­ღუ­ლია იყ­ვნენ, და­ი­ხუ­რა. მა­შინ მომ­ღე­რალ­მა ინ­ფორ­მა­ცია არ დაგ­ვი­დას­ტუ­რა და გვი­თხრა, რომ გა­და­ცე­მა დრო­ე­ბით გა­ჩერ­და. თუმ­ცა გა­და­ცე­მას უკვე ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ჰყავს და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მანუ მურ­ღუ­ლია „ნი­კოს ბენდშიც“ აღარ იქ­ნე­ბა…
ინ­ტერ­ვი­უ­ზე ქალ­ბა­ტონ ირმა სო­ხა­ძეს და­ვუ­რე­კეთ. მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო და ტე­ლე­ვი­ზია და­ტო­ვა. დღეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი აქვს, ამ­ბობს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა და ახლა უნდა გა­ერ­კვეს საით მი­დის ქვე­ყა­ნა
– ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გვი­თხა­რით, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პოსტვზე” თქვე­ნი გა­და­ცე­მა დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, თუმ­ცა ორი დღეა გა­და­ცე­მა ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბით ეთერ­ში გა­დის.
– არა, წა­მო­ვე­დი. მანუ გა­უშ­ვეს და არა­ვის­თვის არ მინ­დო­და ჩემი პო­ზი­ცი­ით დის­კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნა და ვერც ჩემს თავს შე­ვუქ­მნი­დი. ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი ავი­ღე, არა­ვის უთ­ქვამს წა­დიო.
ახლა ტა­ი­მა­უ­ტი მაქვს აღე­ბუ­ლი, რო­დე­საც რა­ღა­ცა არ მეს­მის და ვერ ვხვდე­ბი რა ხდე­ბა, იქ ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. ეს პირ­ვე­ლად არ გა­მი­კე­თე­ბია, ჩემი მშობ­ლი­უ­რი „პირ­ვე­ლი არხი“ ორ­ჯერ დავ­ტო­ვე. პირ­ვე­ლად როცა ყვე­ლა გა­უშ­ვეს ჩემს გარ­და, 2004 წელს, დიდი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დროს და მე­ო­რედ რო­დე­საც ბორდში ექ­ვსი წელი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და წე­ლი­წად ნა­ხე­ვარ­ში მივ­ხვდი, რომ ტყუ­ი­ლად ვი­ყა­ვი და და­ვემ­შვი­დო­ბე მა­ყუ­რე­ბელს.
– აქ­ცი­ის დღე­ებ­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ცნო­ბილ სა­ხე­ებ­ზე იყო ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა, გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ აქ­ცი­ებ­ზე, გა­ე­კე­თე­ბი­ნათ გან­ცხა­დე­ბე­ბი, თქვენს თავ­ზე ეს გიგ­რძნი­ათ?
– რა ზე­წო­ლა, რომ რა­ტომ არ ხარ აქ­ცი­ებ­ზე? – მე არ მეს­მის ეს კა­ნო­ნი დღეს ასე­თი ძვი­რი რა­ტომ ღირს, რომ ქვე­ყა­ნა ორად გახ­ლი­ჩა. ძა­ლი­ან გა­ფუჭ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და კი­დევ რა გვე­ლის არ ვი­ცით. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რორ­ში ვართ მთე­ლი ქვე­ყა­ნა. რო­დე­საც რა­ღაც არ მეს­მის, მე გვერ­დზე გავ­დი­ვარ ან ვამ­ბობ. მე „პოსტვსთან“ კე­თი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს.
რო­დე­საც შარ­შან პირ­ვე­ლად ეს კა­ნო­ნი შე­მო­ი­ტა­ნეს, ჩემი სტუ­დი­ი­დან, გა­და­ცე­მი­დან არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე ამ თე­მა­ზე და რო­დე­საც კა­ნო­ნი გა­ი­ტა­ნეს, კმა­ყო­ფი­ლე­ბაც გა­მოვ­თქვი. წელს მარ­თლა ვერ გა­ვი­გე რა მოხ­და და მე წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან, მეტი რა გა­ვა­კე­თო.
ის რომ მი­ტინ­გებ­ზე არ ვდგა­ვარ ეს ჩემი პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნია, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხია, ვერ ვჩერ­დე­ბი. ის რომ მე ამ კა­ნონს არ ვი­ზი­ა­რებ და არ მომ­წონს, რად უნდა ამას სა­უ­ბა­რი. ჩემ­ზე არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა, რა­საც ვფიქ­რობ იმას ვა­კე­თებ, პა­ტა­რა ხომ არ ვარ.
არა­ვის და­უ­ტო­ვე­ბია ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სამ­სა­ხუ­რი, ყვე­ლა ხვდე­ბა რაც ხდე­ბა, არა­ვი­ნაა სუ­ლე­ლი, მაგ­რამ ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა მოს­წონს. მაგ­რამ თუ ვინ­მე მოს­წონს და კომ­ფორ­ტუ­ლად არის სად­მე, ყო­ჩაღ, მისი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მშურს, მე ვერ ვარ კარ­გად. წა­მო­ვე­დი, დავ­ტო­ვე ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, მეტი რა ვქნა.
აქვე მინ­და გი­თხრათ, რომ სიმ­ღე­რა­ზეც მი­საყ­ვე­დუ­რეს პი­რად­შიც მომ­წე­რეს, რა­ტომ აუკ­რძა­ლე ხალ­ხს სიმ­ღე­რაო. მე ხალ­ხის­თვის არ ამიკ­რძა­ლავს, პი­რი­ქით, მათ­თან ერ­თად ვმღე­რი, ჩემ­ზე მე­ტად ეს ვის უხა­რია. მე ავუკ­რძა­ლე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას,“ რო­დე­საც მო­მი­ვი­და ხმე­ბი, შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ სლო­გა­ნად უნ­დო­დათ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ „ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია“. მე არ ვარ ნა­ცე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. ასე­თი ნა­რა­ტი­ვია, რომ ოც­ნე­ბას თუ გა­აკ­რი­ტი­კებ ნაცი ხარ, ეს არ გა­მი­ბე­დოს არა­ვინ, ვინც მე ნაცს და­მი­ძა­ხებს, ის თა­ვად არის ნაცი. თუ რა­მის დაბ­რუ­ნე­ბა და რე­ვან­ში არ მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, ეს არის ნა­ცე­ბის მობ­რუ­ნე­ბა.
სწო­რედ მა­გას ვსაყ­ვე­დუ­რობ ჩემს არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, “ოც­ნე­ბას”, რო­მელ­საც ვენ­დო­ბო­დი ამ­დე­ნი წელი, უპი­რო­ბოდ ვირ­ჩევ­დი და მა­თი­ა­ნი ვი­ყა­ვი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მა­ყე­ნეს.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

AnthonyZot
AnthonyZot 26 июля 2024 01:06
кто наносит самый большой вред природе http://www.sensorfaq.ru какая из особенностей имеет отношение к романтизму http://openkrokzo.ru чем профессия художника полезна обществу https://lukiblog.ru с событиями какого века связано начало закрепощения крестьян https://webgraal.ru к какой части речи относится слово можно

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა