“ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ იმით, რომ მათთვის მამა საუკეთესო დასაყრდენია”


image
ჩვენი ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა კოლორიტული ოჯახებით. ერთ-ერთი ასეთია ბაღაშვილების ოჯახი, სადაც წლების განმავლობაში არაერთი საღამო, შეხვედრა თუ წვეულება გამართულა. თუ ვინმე გამორჩეული მოღვაწე იყო, ყველა მათ სახლში იყრიდა თავს. მამის და მისი საოცარი მეგობრების გარემოცვაში იზრდებოდა პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და უკვე თბილისის საპატიო მოქალაქეც ბატონი გია ბაღაშვილი,­ რომელთანაც საუბარი ყოველთვის საინტერესოა.
 
– გილოცავთ თბილისელის საპატიო მოქალაქის წოდებას! რას ნიშნავს იყო თბილისელი­ და რას ნიშნავდა თბილისი და თბილისელობა თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის?
– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თბილისის საპატიო მოქალაქეობა ყველაზე­ დიდი ჯილდოა, რომელიც შეიძლება მიიღ­ოს ამ ქალაქის მკვიდრმა. როდესაც შენი მშობლიური ქალაქი ამხელა პატივს დაგდებს, რა თქმა უნდა, ამაღელვებელია. თბილისელობა საპატიო წოდებაა, საპატიო თბილისელობა კი ორმაგი პატივია. ამაყი ვარ, რომ ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ თბილისს არც ერთზე არ გავცვლი. თბილისელობა ჩემთვის არის სითბო, სიყვარული და ზრუნვა საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე. კიდევ არის დანაპირების შესრულება და საკუთარ სიტყვაზე პასუხისმგებლობის აღება.

– თქვენი ოჯახი ყოველთვის კოლორიტული­ იყო, რა განაპირობებდა ამას?
– თავად ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც მიგვანიშნებს, რომ ადამიანს მაშინ უწოდებენ კოლორიტულს ან სხვაგვარად “ქალაქის კოლორიტს”, როდესაც ის თავისი ცხოვრების წესითა და საქციელით ამშვენებს ქალაქს. მამაჩემი მართლაც გამორჩეული თბილისელია, ღირსეული პიროვნება და ამასთან, დიდი ხელოვანი. ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო და არის. ბედნიერი ვარ, რომ ასეთმა მშობლებმა აღმზარდეს. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს ერთადერთ და საფიცარ დაზე, ჩემს თეონაზე,­ რომელიც უდიდესი დასაყრდენი და საუკეთესო მეგობარია.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება­ რომ გადმომცეს, მაშინ გავიაზრე, საპატიო თბილისელთაგან რამდენი იყო ჩემ ირგვლივ­ სულ პატარა ასაკიდან. დავიწყოთ იმით, რომ მამაჩემი გახლავთ თბილისელის საპატიო მოქალაქე, თბილისის საპატიო მოქალაქე იყო ჩემი ნათლია, ალექსანდრე ბასილაია, თბილისის საპატიო მოქალაქეები არიან თეიმურაზ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ვის თვალწინაც ვიზრდებოდი; ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ბატონი ჯემალ ჭკუასელი – ჩვენი უახლოესი ადამიანები. ერთსაც დავძენ, მგონი, მხოლოდ­ მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ხელმძღვანელი 10 საპატიო თბილისელისა – ბუმბერაზი მსახიობების მუსიკალური ხელმძღვანელი ვიყავი. ისინი საპატიო თბილისელებად თავის დროზე სწორედ იმიტომ დაასახელეს, რომ გამორჩეული იყვნენ არა მარტო პროფესიული თვისებებით, არამედ პიროვნული ღირსებითაც და ამშვენებდნენ ჩვენს ქალაქს, მთელ საქართველოს. რომელი ერთი გავიხსენო: ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი, ბატონი­ კოტე მახარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ არჩვაძე, ჯემალ ღაღანიძე,­ გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ა.შ. სინამდვილეში მე ვიყავი მათი შეგირდი­, მათგან ვსწავლობდი პროფესიის სიყვარულს, მაყურებლის პატივისცემას… მიუხედავად მათი განსხვავებული ხასიათებისა, რამდენიმე საერთო თვისება ჰქონდათ – თავმდაბლობა და პატივისცემა სხვისი ღირსებისა. ეს დიდებული პიროვნებები უდიდეს პატივს სცემდნენ და აღიარებდნენ სხვის ნიჭიერებას… გარდა ამისა, რამაც მოიტანა­ დღევანდელ დღემდე თბილისი­ თავისი მართლაც განუმეორებელი კოლორიტით, ეს არის მეხსიერება ქალაქისა, რომელსაც ახსოვს ის ღირსეული თბილისელები, რომელთაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ამ ქალაქის ცხოვრებაში. დიდი მიხეილ თუმანიშვილის თქმის არ იყოს: “რა აზრი აქვს გამოცდილების დაგროვებას, თუკი მას არავის გადასცემ”. თბილისი ყოველთვის გადასცემდა ზეპირ მეხსიერებაში შემონახულ ამბებს მომავალ თაობას საიმისოდ, რომ წინა თაობების ღირსეული ნამოქმედარი არ დაკარგულიყო.
– რომელიმე ისტორია გაიხსენეთ თბილისური ცხოვრებიდან…
სტატია სრულად
რუსუდან შაიშმელაშვილი
გაზეთი “კვირის პალიტრა”шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

AnthonyZot
AnthonyZot 26 июля 2024 06:14
в чем современность комедии ревизор http://www.sensorfaq.ru как пишется учавствовать или участвовать http://mirtetriks.ru из какого произведения акакий акакиевич http://www.sigmablog.ru одинаковые слова с разным значением как называются http://webpilyla.ru растительность тундры и тайги сравнение что больше

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
ნახალოვკაში მისი სახელი ყველამ იცის – „ზილის“ მძღოლი, რომელიც ცნობილ კრიმანალებსაც კი აფრთხობდა
ნახალოვკაში მისი სახელი ყველამ იცის – „ზილის“ მძღოლი, რომელიც ცნობილ კრიმანალებსაც კი აფრთხობდა
მოულოდნელად გავიგე, რომ ანი ახმეტელი, რომელთანაც ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე დავდიოდით მე და ჩემი მეუღლე, ორსულად იყო ჩემი ქმრისგან
ორი ქმარი მყავს, პირველი არ მანებებს თავს, შენი ქმარი ვარ და ასე მოვკვდებიო, არვიცი როგორ მოვიქცე
"ეს რა ქენი ბიჭო?! მოგიკვდეს ჩემი თავი! კაცურად იცხოვრე და კაცის სახელით წახვედი!.." - რა ისტორიას იხსენებს გია ბაღაშვილი მამუკა ონაშვილზე?
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა