ორი ქმარი მყავს, პირველი არ მანებებს თავს, შენი ქმარი ვარ და ასე მოვკვდებიო, არვიცი როგორ მოვიქცე


image
ბევრი მსმენია ისეთი კაცების შესახებ, რომელთაც ერთდროულად­ ცოლი ჰყავთ და საყვარელიც, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, ერთ დღეს მენახა ქალი, რომელსაც ერთდროულად ორი ქმარი ჰყავს და არც ერთი არ აპირებს მის დათმ­ობას.

ნანა 48 წლის არის, სამი შვილი და ორი ქმარი ჰყავს.­ უფროსი ორი შვილი პირველი ქმრისგან შეძენია, მესამე – მეორე, უცხოელი ქმრის შვილია.


ნანა: – წლების წინ, ბევრი ქალის მსგავსად, პატარა შვილები ქმრის და დედამთილის ანაბა­რად დავტოვე, რომ ბავშვები­ შიმშილით არ დამხოცოდა და უცხ­ეთში წავედი სამუშაოდ. მა­შინ ჩემს ქმარს თითიც არ გაუნძ­რევია,

რომ თვითონ ეშოვა­ სამუშაო. არც ჩემს წასვლაზე უთქვამს უარი. ძალიან მშვიდად დათანხმდა ერთი ახლობლის შემოთავაზებას, რომ 2.000 დოლარის­ სანაცვლოდ ავტობუსის საბარგულით, დიდ ჩემოდანში ჩამძვრალს გადამიყვანდა საბ­ერძნეთში.

ეს მოხდა 18 წლის წინ. ჯერ საბერძნეთში ვიმუშავე, მერე იტალიაში, იქიდან შვედეთში გადავედი, სადაც გავიცანი კაცი, რომელმაც გამომიცხადა – უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო.

ქვრივი იყო, მის შვილს ვუვლიდი – დედასთან ერთად მოჰყვა­ ავტოკატასტროფაში და დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეეძლო. ბიჭს ისე შევუყვარდი, დედას მეძახდა.

– საქართველოში რომ ქმარი და შვილები გყავდათ, ახალი ოჯახის შექმნაში ხელს არ გიშლიდათ მათზე ფიქრი?

– შვილებს არაფერს ვაკლებდი, მაგრამ წარმოიდგინე, წლები ისე გადის, რომ ბავშვებს ვერ ნახულობ… ინტერნეტიც ხომ გვიან გაჩნდა. პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი,­ მერე გული ტკივილმა მომიწურა – შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ.

ქმარი კი ნამდვილი ნაძირალა აღმოჩნდა, რისი ეჭვიც წასვლის წინ გამიჩნდა. 2.000 დოლარი რომ მომიტანა, პროცენტიანი ვალი ავიღეო, მით­ხრა. ის პროცენტი კი რამდენიმე წელიწადს მახდევინა. თურმე მატყუებდა, არანაირი პროცენტი­ არ ჰქონდა გადასახდელი, ის ფული მის ჯიბეში ჩადიოდა.

ეს რომ გავიგე, დავურეკე და ვუთხარი,­ გშორდები, ბავშვების მეურვეობას კი ჩემს დას დავაკისრებ და ფულსაც მას გამოვუგზავნი-მეთქი. რა სიგიჟეა,­ მტრები გყავს, ვიღაც შხამს გაწ­ვეთებს, რომ ჩვენი ტკბილი ოჯახი დაინგრესო. ოჯახი, რომელიც აღარ არსებობდა, თურმე ტკბილიც იყო.

მასთან ხელი მოწერილი არ მქონდა, ამიტომაც იოლად დავქორწინდი შვედთზე. საქართველოში რომ ჩამ­ოვედი, დამხვდნენ დაზრდილი შვ­ილები, რომლებ­ისთვისაც უცხო ვარ. მათთვის გავხდი ყულაბა და დედის ფუნქ­ცია დავკარგე.

მოკ­ლედ, სახლი, სადაც ბავშვები და მათი მამა დავ­ტოვე, ჩემი მშობლების ნაჩუქარი იყო. ჩემს ე.წ. ქმარს კი იქიდან­ ფეხის მოცვლა არ უნდა. მე შენი ქმარი ვარ და ასე მოვკვდებიო. ამას იმიტომ ამბობს, რომ ლოთი და უვარგისია და ბავშვებისთვის გამოგზავნილი ფულით დღემდე ხეირობდა. გამოდის, ორი ქმარი­ მყავს…

– შვილები რას ამბობენ?

– არ მინდა, დავიჯერო, რომ შვილები სამუდამოდ დავკარგე. ასე მითხრეს, – შენ ხომ მაინც აქ არ იცხოვრებ და იყოს მამა აქ, რას გიშავებსო. ისინი ჩემს შვილებადაც კი აღარ აღიქვამენ თავს. ჩემმა შვედმა ქმარმა მითხრა, რომ ბიჭები ჩვენთან წავიყვანოთ.

ისინი უნდა დაიბრუნო, რათა მიხვდნენ, რომ ყველაფერს მათთვის აკეთებდიო. ასეც ვიზამ. ყოფილმა დედამთილმა­ შემომითვალა, ის ხომ კარგი იყო, შვილები რომ დაგიზარდეთ, ახლა აგდებ ჩემს შვილს სახლიდანო?

მოვუწოდებ ყველა ქალს, გაი­თვალისწინეთ ჩემი შეცდომა. თქვენი ქმარი უმუშევარია? ოჯახში შემოსავალი არ გაქვთ? ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ის წავიდეს თუნდაც უცხოეთში, შვილები არ დატოვოთ, ან თუ წახვალთ, წაიყვანეთ.

გთხოვთ გაგვიზიარეთ  თქვენი აზრი კომენტარებში.

სოფო გამრეკელი / კვირის პალიტრა







წყარო :
шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
"მირჩიეთ რამე, ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო"
"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."
"ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა, ახლა მისგან ბავშვს ველოდები, მაგრამ მშობლები წინააღმდეგი არიან, მირჩეთ რა ვქნა.."
"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."
"ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო"
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა