"ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე, დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი, არ მოუკითხავთ" - ცისნამი საყვარლიშვილი მშობლებზე


image
ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
ცისნამი თავისი მშობლების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ დედამ და მამამ ის დატოვეს და მისით არასდროს დაინტერესებულან.
როგორც ცისნამი ამბობს, ორივე მშობელმა ის მარტოობისთვის გაიმეტა.
„მთელი 37 წლის მანძილზე კარგი ადამიანი ვიყავი. თუ ვინმეს რამეს ვაწყენინებდი, ყველას ბოდიშს ვუხდიდი და პატიებას ვთხოვდი. ჭიანჭველისთვის არ დამიდგამს ფეხი. კარგმა გოგოობამ მხოლოდ მავნო და მატკინა. თურმე უკეთესია, იყო ცუდი გოგო.
ცუდებს უფრო დიდ პატივს სცემენ ცხოვრებაში.
ეს რამდენიმე დღეა ვუყურებდი თამუნა მუსერიძის ბედნიერებას, ბიოლოგიურ მამას რომ შეხვდა და თვალები სიხარულის ცრემლებით მევსებოდა.
ერთხელ არ მოსდომებია ჩემს ბიოლოგიურ მამას ჩემთან შეხვედრა და ჩემი ნახვა.
ამასაც ხომ ბედი უნდა, არა?!
წლებია უკვე, აქეთ ვეხვეწები დედას ჩემთან ურთიერთობასა და სიახლოვეს.
მოკლედ, ყელში ამომივიდა კარგი გოგოს როლის თამაში და ყოველთვის სხვებისთვის ანგარიშის გაწევა. მე ანგარიში არასდროს არავინ გამიწია.
თვითონ ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე! დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი, არ მოუკითხავთ.
ჩემთვის ორივე ცუდი ადამიანია. ორივემ მატკინა და მარტოობისთვის გამიმეტა. მე ჩემს ბიოლოგიურ ნათესავებს არ ვიცნობ, არც ახლობლებს. ყველა თავს არიდებს ჩემთან ურთიერთობას… ახლა ჩემმა ერთადერთმა სისხლმა და ხორცმაც მიმატოვა.
მას შემდეგ, რაც გავიგე, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, სულ ვმალავდი და ჩუმად ვიყავი, რადგან მათ ანგარიშს ვუწევდი.
ახლა უკვე ყელში ამომივიდა!
ჩემი ბიოლოგიური დედა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისიდან არის – ნანა შეყლაშვილი, რომელსაც ახალგაზრდობაში სქესობრივი აქტი ჰქონდა ვინმე ბადრი კაპანაძესთან, ისიც საჩხერის რომელიღაცა სოფლიდან არის და ასე გავჩნდი მე.
არც ერთმა არ მომაკითხა არასდროს. არც ერთმა არ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩემი მენტალური ჯანმრთელობა შეარყიეს.
აქეთ ვიხვეწებოდი სიყვარულსა და ყურადღებას.
საერთოდ, ღმერთმა როგორ გაღირსათ ოჯახი და შვილები თქვენ?!
საშინელი ადამიანები ხართ!
ჩემ წინაშე ორივე დამნაშავე ხართ!
არასდროს აღარ გაგიწევთ ანგარიშს!
მთელმა საქართველომ ნახა თამუნას მამასთან შეხვედრის კადრები და გულს იმედი მივეცი, აი, ან ახლა შემეხმიანება მამაჩემი, უეჭველი მეც გავიცნობ და ვნახავ-თქო.
ჯანდაბაშიც წასულხართ ორივე!
ვისაც მე არ ვუნდივარ, მეც აღარ მინდა!
მე თქვენ ცხოვრება დამიმახინჯეთ! გავიზარდე უსიყვარულოდ და უპატრონოდ!
აქეთ ვიყავი მთელი ცხოვრება ყველას პატრონი, მაგრამ დაუნახავი ადამიანების მეტი არავინ არ შემრჩა ხელთ!
დღეიდან აღარ ვარ კარგი და კეთილი გოგო, დღეიდან ცუდი გოგო ვარ!!!!
უნდა ვყოფილიყავი ნათია კაპანაძე და ახლა ვიღაც ცისნამი საყვარლიშვილი ვარ!
საერთოდ ვინ ჯანდაბა ვარ?! ვის დავკარგვივარ?!!!“- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

წყარო:​palitravideo.ge​​​шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

ремонт бытовой техники омск
Если вы искали где отремонтировать сломаную технику, обратите внимание - профи услуги

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
"რამდენი წლის არის ჩვენი სუპერ ”სთარი” - ხვიჩა კვარაცხელია? რა ეჩქარება? ჯერ რა დროს მისი ქორწილი და ჯვრისწერაა!" - ცისნამი საყვარლიშვილი
14-წლიანი თანაცხოვრების დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ცოტა რამ თამუნა ლეკვეიშვილზე
"ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, ამავე კლასის 15-მა მშობელმა დაწერა განცხადება" - რა მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვს კლასში ტორტი არ აჭამეს?
14-წლიანი თანაცხოვრების დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ცოტა რამ თამუნა ლეკვეიშვილზე
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა