ხარებას ტყვია ესროლეს
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ "ხარება" "ავერისის" კლინიკაში იმყოფებოდა. "მთავარ არხთან" სატელეფონო კომენტარში კლინიკის რადიოლოგმა, სოფო მიქიაშვილმა თქვა, რომ გდდ-ს უფროსს რამდენიმე მყესის დაზიანება ჰქონდა, მაღალი ხარისხის, თუმცა ანამნეზის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
ასევე, ცნობილი იყო, რომ კლინიკაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული.
მოგვიანებით, "ავერსის" ექიმმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში თქვა, რომ ხარებამ ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო და კლინიკაში გამოკვლევის ჩასატარებლად იყო მისული.
დღის ბოლოს, ოლიგარქის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად ხარაზაშვილის კლინიკაში ყოფნასთან დაკავშირებით განმარტებითი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას რამდენიმე წლის წინ, მხარზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც, შსს-ს მტკიცებით, ის პერიოდულად იტარებს გეგმიურ შემოწმებას. ის რომ "ხარებამ" დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო შსს-მაც თქვა.
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები