23-წლიანი თანაცხოვრება, პრობლემები ცოლთან, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და კარიერა - ლევან ყოჩიაშვილის აქამდე უცნობი ამბები


image
ყველასათვის საყვარელი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მთავარი სახე - ლევან ყოჩიაშვილი, რომელმაც დათო გოცირიძის როლი შესანიშნავად მოირგო, პროფესიიდან გამომდინარე ხშირად არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორია მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა, ვინ არის მისი მეუღლე რეალურად და რა აქვს საერთო დათო გოცირიძესთან.

დღეს „დაიჯესტი“ ამ ბლოგში სწორედ მსახიობის აქამდე უცნობ ამბებზე მოგიყვებათ:

კარიერა
მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი წყალ­ტუ­ბო­ში და­ი­ბა­და, შემ­დეგ კი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად კა­ხეთ­ში გა­და­ვი­და. ბავ­შვო­ბის გარ­კვე­უ­ლი წლე­ბი ბიჭ­ვინ­თა­შიც გა­ა­ტა­რა. თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან გად­მო­ვი­და. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­მოს­ვლის წინა ღა­მეს, ოჯახ­მა ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა, უფრო მე­ტიც, მა­მას­თან ერ­თად ცოტა და­ლია. და­ა­რი­გეს, რომ ქა­ლაქ­ში არ უნდა მო­დუ­ნე­ბუ­ლი­ყო და ამ მხრივ დღემ­დე ფორ­მა­შია.
მსახიობი დღეს 43 წლის არის.
„მაქვს შეგრძნება, რომ ცხოვრების ნახევარი უკვე გავიარე. მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება დავაგროვე. თუმცა, მაინც, მთლად სასიამოვნო არ არის იმის გააზრება, რომ ნახევარი უკვე გავლილია“.- ამბობდა ლევან ყოჩიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ჩემი ცოლის დაქალებში„ მონაწილეობის გარდა, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი ერთ-ერთი თურქული სერიალის გახმოვანებაზე მუშაობს. ამ საქმეში გამოცდილს, ბევრი დრო არ ეხარჯება.

პირველი როლი, მაშინ შეასრულა, როდესაც მეორე კურსის სტუდენტი იყო.
„მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა საკურსოსთვის „ფიფქია და შვიდი ჯუჯადან", ეტიუდის ფორმის ნაწყვეტში, მეშვიდე ჯუჯის - კვირას როლს ვთამაშობდი,“- ამბობდა მსახიობი.
„საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი. პირველად "ქაღალდის ტყვიაში" ვმონაწილეობდი. ჩემს "პირველ ნაბიჯებს" დავაკვირდი, თუ რა შეიძლებოდა, გამომესწორებინა. ძალიან ვნერვიულობდი, მაყურებლები როგორ შეაფასებდნენ. ახლაც ვნერვიულობ ხოლმე. მსახიობს ასეთი განცდები უნდა ეუფლებოდეს, ბოლომდე თავდაჯერებული ვერ იქნება.“

ჰგავხართ დათოს?
- 8 წელია ამ როლს ვთამაშობ და ალბათ, რაღაცით ვგავარ. დათო მზრუნველი კაცია, ამას ვერ წაართმევ, თანაც აშკარად ცდილობს, უკეთესი გახდეს.
მეგობრების წრეში ყოფნა კი უყვარს, მაგრამ ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა აქვს, კარგი მამაა... ასეთი ვარ მეც, უბრალოდ, დათოსგან განსხვავებით, ორი შვილი მყავს და ორივე კანონიერ მეუღლესთან.
ბავშვობის სიყვარული
„პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სკო­ლა­ში მი­ვი­ღე, მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ შე­მიყ­ვარ­და. მე­ო­რე­დაც მას­წავ­ლე­ბელ­ზე ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქარ­თულ სკო­ლა­ში. იმა­საც სუ­ნა­მო ვუ­ყი­დე და გა­ვუგ­ზავ­ნე, შე­მო­ვი­და გაკ­ვე­თილ­ზე და მერ­ხზე და­მი­დო ეს სუ­ნა­მო. რას აკე­თე­ბო, მკი­თხა (ეღი­მე­ბა). მერე ნელ-ნელა გა­და­ვეჩ­ვიე დიდი ქა­ლე­ბის სიყ­ვა­რულს. თუმ­ცა მა­ინც 2 წლით უფ­რო­სი ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე,“- ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცოლი და შვილები

ლევან ყოჩიაშვილი ჯერ კიდევ სტუდენტ იყო, როდესაც ოჯახი მარინა ყაჭაშვილთან შექმნა, წყვილი უკვე 23-წლიან თანაცხოვრებაში არიან და ორი შვილიც ჰყვათ - კესარია და ვასიკო.
მათი სიყვარულის ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. ლევანი სკოლის მოსწავლე იყო, ინგლისურში ემზადებოდა, თავისი მასწავლებლის შვილი როგორც კი დაინახა, ცოლის მოყვანაზე დაფიქრდა. მარინა ლევანზე ორი წლითაა უფროსი, მაგრამ ეს მათი სიყვარულისთვის ხელის შემშლელი არ ყოფილა.

ბევრჯერ უჩხუბიათ და შერიგებულან. თუმცა ბოლო ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა და რაღაც პერიოდი ლევანი და მარინა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ლევანი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა და საბოლოოდ, რა მოხდებოდა, არ იცოდა.
რას ამბობს მეუღლე, როცა დათოსა და ლევანს ადარებს?
- ლევანი ჯობიაო... ჩვენ უკვე 21 წელია ერთად ვართ. მარინა უცხო ენის სპეციალისტია. პატარები ვიყავით, ერთმანეთი­ რომ გავიცანით - მარინას დედასთან ვემზადებოდი ინგლისურში და... 7 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მესამე კურსზე დავოჯახდი. გავიპარეთ. მაშინ მე 20 წლის ვიყავი, მარინა - 22-ის. გვყავს 20 წლის კესო და 12 წლის ვასიკო.
2018 წელს მსახიობს ბებია გარდაეცვალა, რაც მისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო.
„2018 წელს ბებია გარდამეცვალა. კარგი გრძნობაა, როცა დიდი ხარ და თან შვილიშვილი გქვია. მის გარდაცვალებასთან ერთად ჩემი და ჩემი ძმების ბავშვობა დამთავრდა. აღარცერთი ბებია და ბაბუა აღარ გვყავს, ის იყო ბოლო ძაფი, რომელიც ლამაზ წარსულთან გვაკავშირებდა და ამიტომ მისი დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო,“- იხსენებს მსახიობი.

წყარო: digest.pia.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
23-წლიანი თანაცხოვრება, პრობლემები ცოლთან, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და კარიერა - ლევან ყოჩიაშვილის აქამდე უცნობი ამბები
შვილი პრეზიდენტისგან და ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში - სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
„სამებაში სანთლები დაანთო, ფანებთან სურათები გადაიღო" - რას წერენ ცნობილ თურქ მსახიობზე, რომელიც ქმართან ერთად თბილისშია, ნახეთ ებრუ შაჰინის ფოტოები
მკლე­ლე­ბი რომ არ გვიყ­ვარს ქსე­ნო­ფო­ბე­ბი ვართ?! რაც გინ­დათ ის და­მი­ძა­ხეთ... - გიორგი უშიკიშვილი
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა