"ამას არავინ იზავდა, გაჩერებაზე ერთი გოგო მოვიდა ჩემთან და მითხრა: ძალიან მეჩქარება, ნახევარ საათში ჩემი მეგობარი მოვა, 100 ლარიანს დაგიტოვებ და მიეციო… იცით მე რა გავაკეთე?


image
“ახლა ვერ მოვნიშნავ იმ ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მაგრამ რომ წაიკითხავს, თავად დააკომენტარებს, ალბათ… მოკლედ, კაი 15 წლის წინ, წერეთელზე რომ ვცხოვრობდი, ეკა სტუმრად მოვიდა, მაგრამ სახლში არ დავხვდი… კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, ლელა უნდა მოსულიყო, რომლისთვისაც ეკას ფული ჰქონდა მისაცემი…

მე ცოტა მაგვიანდებოდა, ლელამაც მოსვლა დააგვიანა, ეკა წასასვლელი იყო, ეჩქარებოდა…
იდგა გაჩერებაზე და რა გაეკეთებინა, არ იცოდა…

ტელეფონზე შეეხმიანა და ლელამ უთხრა, – ნახევარი საათი მაგვიანდებაო… მოკლედ, ეკამ მიიხედ-მოიხედა, იქვე, გაჩერებასთან, შენობის კუთხეში ტიპი იყო ჩაცუცქული…
– აქ დიდხანს იქნებიო? – ჰკითხა ეკამ…
ძალიან ალალი და მიამიტი გოგოა ეს ჩემი მეგობარი (დედით სვანია)… სიკეთით სავსე… ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება, ვინმემ ბოროტება გააკეთოს… ტასოს ვეძახდით, ბატი ტასიკოსთან მსგავსების გამო.
– ვა, რატო მეკითხები, ტო? – გაუკვირდა იმ ტიპს…
– ასე, ნახევარ საათში ჩემი მეგობარი მოვა, რომელსაც
ფული უნდა მივცე, გამხდარი გოგოა, ქერა თმით, ამა და ამ ნომერი ”მარშრუტკიდან” ჩამოვა, – აღუწერა, რა ეცმეოდა, როგორი ჩანთა ექნებოდა… – ჰოდა, 100 ლარს დაგიტოვებ და გადაეციო…
ტიპი გამოშტერდა…
– კარგი, დამიტოვეო…
ამანაც ჩაუთვალა 100 ლარი, მოახტა ”მარშრუტკას” და წავიდა… ამასობაში, მე მივედი სახლში და ცოტა ხანში ლელა მოვიდა, თვალები აქვს გაფართოებული კი არა და, შუბლზე აზის…
გაჩერებაზე ტიპი დამხვდა. ლელა თქვენ ხართო? კი-მეთქი… – აი, ეკამ ფული დაგიტოვათ, 100 ლარი და გელოდებოდით, რომ გადმომეცა… ეგ რა მაგარი მეგობარი გყოლიათ, ტოოო… აი, ასი წელი წავიდოდი და ვერც მიპოვიდით, მაგრამ აესე მენდო, ტოოო, სახელიც არ უკითხავს ჩემთვის, იმედს როგორ გავუცრუებდიო…
ხო საოცარია? მაგრამ ნაღდია.
P.S. ეს ამბავი ნდობის გამართლებამ გამახსენა… ცუდია, ხანდახან უცნობი რომ ამართლებს და ახლობელი – ვერა”.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
“10 წლის წინ გავთხოვდი და ჩემს ქმარს დღემდე შიშველი არ ვუნახივარ…” – იცით რატომ?
"ამას არავინ იზავდა, გაჩერებაზე ერთი გოგო მოვიდა ჩემთან და მითხრა: ძალიან მეჩქარება, ნახევარ საათში ჩემი მეგობარი მოვა, 100 ლარიანს დაგიტოვებ და მიეციო… იცით მე რა გავაკეთე?
12-წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
"ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო"
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა