"გათხოვილი ვარ, თუმცა სხვა შემიყვარდა, ვეღარ ვხვდები რა გავაკეთო, ბავშვებს მამა ძალიან უყვართ, გთხოვთ მირჩიეთ რამე"


image
რედაქციაში ახალგაზრდა ქალმა წერილი მოგვწერა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

“მყავს მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, მაგ­რამ მინ­და გითხ­რათ, რომ ქმრის გვერ­დით ერ­თი დღეც არ ვყო­ფილ­ვარ ბედ­ნი­ე­რიჩემზე 15 წლით არის უფროსი, პატარა გოგოს თავბრუ ადვილად დამახვია, მაგრამ ქორწინების პორველივე ღამეს მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე. მაგრამ იძულებული ვიყავი ბედს შევრიგებოდი, მერე ბავშვიც გაჩნდა, პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე… ცოლ-ქმრული ცხოვრება სატანჯველ მოვალეობად მექცა, ძალადობის მსხვერპლად უფრო ვგრძნობდი თავს, ვიდრე სასურველ მეუღლედ… ჩემს სიცივეს ისიც გრძნობდა, სმა დაიწყო და კიდევ უფრო აუტანელი გახდა ჩემი ცხოვრება. ყველა კაცი მოძალადე მეგონა და მათი დანახვა არ მინდოდა, ვიდრე სრულიად შემთხვევით სხვა არ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, მეგობართან გავიცანი, მერე სოციალურ ქსელში მიპოვა, თავიდან საკამოდ უხეშად ვცადე თავიდან მომეშორებინა, მაგარამ ამის მიუხედავად ისეთი თბილი და მომთმენი იყო, ბოლოს და ბოლოს გაქვავებული გულიც გამითბა…
და ერთ დღესაც მივ­ხ­ვ­დი, რომ სხვა შე­მიყ­ვარ­და. მა­საც ჰყავ­ს ცო­ლი და 2 შვი­ლი. ჩუმ-ჩუ­მად ვხვდე­ბო­დით. სიყ­ვა­რულს მე­ფი­ცე­ბო­და. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მზად იყო, ჩემ გა­მო ოჯა­ხი და­ენ­გ­რია და დაანგრია კიდეც… მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გა­რის­კ­ვის შე­მე­შინ­და. შე­მე­შინ­და, რომ ოჯახთან ერ­თად, შვი­ლებ­საც დავ­კარ­გავ­დი. თან ბავშვებს მამა ძალიან უყვართ, რამდენადაც უვარგისი ქმარია, იმდენად საუკეთესო მამაა… თუმ­ცა, ღა­ლა­ტი მა­ინც გავ­ბე­დე. დღემ­დე, ჩუ­მად ვხვდე­ბით ერ­თ­მა­ნეთს და ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წუ­თე­ბი გვა­ბედ­ნი­ე­რებს.
რა იქ­ნე­ბა, არ ვი­ცი, მაგ­რამ ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მაქვს. მე­ში­ნია მხო­ლოდ იმის, ჩე­მი შვი­ლე­ბი რომ და­იზ­რ­დე­ბი­ან, მათ ვინ­მემ რა­მე არ უთხ­რას. მარ­თა­ლია, მაქ­სი­მა­ლურ სიფ­რ­თხი­ლეს ვი­ჩენ და ჩვენ­ზე ჭო­რიც კი არ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა ისიც ვი­ცი, რომ ეშ­მაკს არ სძი­ნავს. ჰო­და, შვი­ლე­ბის გა­მო ვტან­ჯავ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ასე მიყ­ვარს და მეც ძა­ლი­ან ვი­ტან­ჯე­ბი. არ ვი­ცი, რა გა­ვა­კე­თო, რო­გორ მო­ვიქ­ცე?..”

წყარო: itar.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა