"შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელიაა-მეთქი!...ყველა მე მომაშტერდა... ჯორჯიადან ხარო?" - რას წერს ქართველი ემიგრანტი იტალიელებზე?
ქართველი ემიგრანტი წერს, თუ როგორ ექცევიან მას შემდეგ, რაც იგებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნიდან არის.
„მოგესალმებით, გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა. ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს.
და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელიაა – მეთქი! და გამეღიმა.
ყველა მე მომაშტერდა.
როგორ, გაიმეორეო.
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ლალი ქოქოშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ შეცვალა ზოგადად ქართველებისადმი იტალიელების დამოკიდებულება საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ.
გავიმეორე კიდევ მეორედ და ჯორჯიადან ხარო? და კი -მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს..
ძლიერი და საამაყო ერი ხართო. ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან. ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი!",- წერს ლალი ქოქოშვილი.
წყარო: tia.ge/
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები