როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სექსის გეშინიათ? - რამდენიმე რჩევა ფსიქოლოგებისგან


image
ფილმებში სექსი ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ბევრისთვის ეს შეიძლება ძალიან დიდი გამოწვევა იყოს. ზოგიერთში სექსით დაკავების ფიქრიც კი პანიკის საბაბი ხდება.

რა უნდა გააკეთოთ თუ სექსზე ფიქრიც კი გაშფოთებთ? - ფსიქოლოგების 4 რჩევა:

1. მოითმინეთ, დაელოდეთ - არ არსებობს იმის მიზეზი, რომ გააკეთოთ რაიმე, როცა ამისთვის 100%-ით მზად არ ხართ, არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. არ არსებობს დედლაინი იმისა, თუ როდის უნდა დაკავდეთ კონკრეტულ ადამიანთან სექსით.

ფსიქოლოგების რჩევით, უნდა მოიცადოთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ სექსითვის ყველანაირი თალსაზრისით მზად ხართ. მოუსმინეთ თქვენს სხეულს. როცა სექსისთვის მზად ხართ სხეული ამ დროს მოშვებულია და ინსტინქტურად აკეთებთ ყველაფერს, ყოველგვარი დაძაბულობისა და შფოთვის გარეშე.

2. ყურადღებას ნუ მიაქცევთ საზოგადოების აზრს სექსის შესახებ - საზოგადეობის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლა არსებობს მაშინაც კი, როცა საქმე ძალიან ინტიმურ საკითხს, სექსს ეხება. თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს სექსი.

ტრიშა არის გოგონა, რომელსაც ეშინოდა სექსის იმ ნეგატიური, სტიგმატიზებული დამოკიდებულების გამო, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ამ აქტთან დაკავშირებით. 

„წარმომედგინა, რომ ეს იყო საშინელი და საოცრად მტკივნეული პროცესი და ამის გამო წარმოუდგენლად მეშინოდა, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სექსით არასოდეს დავკავებულიყავი და ფსიქოლოგთან თერაპია დამჭირდა“, - იხსენებს გოგონა.
 
3. მოუყევით პარტნიორს თქვენი შიშების შესახებ, უთხარით, რა გაშფოთებთ და რატომ გაშფოთებთ სექსზე ფიქრი - ყოველივე გაცილებით გაამარტივებს თქვენს პრობლემას. ერთობლივად ამ საკითხთან დაკავშირებული გართულების მოგვარება გაცილებით მარტივია.

მსგავსი საუბრები ადამიანის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ძლიერს ხდის და იმ ადამიანთან სექსით დაკავება, რომელსაც ბოლომდე ენდობით, გაცილებით მარტივია და ნახავთ, რომ შფოთვა მოგეხსნებათ.

4. უბრალოდ ეცადეთ, რომ ისიამოვნოთ - შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ სექსი სასიამოვნო პროცესია, ეს არის აქტი, რომლითაც სიამოვნება უნდა მიიღოთ, იგრძენით თავი კომფორტულად. მოეშვით და უბრალოდ ისიამოვნეთ.

წყარო: trend.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

Whitney
Whitney 26 сентября 2024 06:55
louis vuitton outlet xh863,replica bags,luxurytastic ul147

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
რამდენი იქნება იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი ?
უდიდესი ტრაგედიაა – სანდრა რულოვსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
ლაშა ბექაური შეყვარებულს დაშორდა?! - სოციალურ ქსელებში მათ ერთმანეთის ფოტოები წაშალეს
"იცოდე მეორედ დაგაფეხმძიმებ" - გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძეს მიმართავს
სად არის გიორგი გახარია - მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ - რა არის ეს, რა პრანჭვაა? - ალეკო ელისაშვილი
"ქალი ძალიან სექსუალურია, როცა საჭესთანაა, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე ზის“
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
რეკლამა