ჩვენი კალათბურთელები სასტუმროში მშივრები არიან - თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ახალი ბრალდება
„საქართველოსთან თამაში საკუთარი ინდივიდუალური შეცდომების გამო წავაგეთ, მაგრამ მე ვამაყობ გუნდის ბრძოლით. ჩვენ მეორე ოვერტაიმის ბოლო წუთამდე გამარჯვებისთვის ვიბრძოდით.
ოვერტაიმში 22 წამი მოგვაკლეს. ველოდებით მატჩის გამეორებას ან მატჩის ბოლო 4.5 წუთიდან განახლებას. „ფიბა“ მოძველებული ორგანიზაციაა, რაც გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა.
გასახდელებისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს კალათბურთელს მოწინააღმდეგე გუნდის 3 მოთამაშე თავს დაესხა. ვინაიდან ინციდენტი დერეფანში მოხდა, მატჩის მსვლელობისას ამის შესახებ არ ვიცოდით. ეს ყველაფერი მოგვიანებით გაირკვა. მატჩის ბოლოს, როცა მსაჯებმა გამაძევეს, მწვრთნელის ოთახში გავედი. მესმოდა ხმები, თუ როგორ დაესხა გუნდს თავს ქართული პოლიცია.
ქართველმა პოლიციელებმა ჩვენი გუნდი გასახდელში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. ისინი თავს დაესხნენ ომერ ონანს და ჰუსეინ ბეშოკს.
ყოველდღე 45-50 წუთის განმავლობაში ავტობუსით ვმოძრაობთ, პოლიციისგან სათანადო დაცვა არ გვაქვს, ჩვენი კალათბურთელები სასტუმროში მშივრები არიან. ამის მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიბრძოლოთ“, - განაცხადა ატამანმა.
ცნობისთვის. თურქეთ-საქართველოს მატჩი 4 სექტემბერს გაიმართა. ქართველმა კალათბურთელებმა დაძაბულ ბრძოლაში 88 :83 გაიმარჯვეს. მოწინააღმდეგე გუნდებია წარმომადგენლებს შორის თამაშისას დაწყებული დაპირისპირება, შემდეგში გასახდელში გაგრძელდა.
წყარო: pia.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები