ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავტოავარიაში მოჰყვა - ჩატარდება თუ არა საქართველოს ნაკრების მატჩი ?
როგორც ცნობილი გახდა, ბულგარელთა დელეგაციის ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. დაშავებულია პლოვდოვის „ბოტევის“ ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი, რომელიც წინ მიმავალი ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა, სადაც შეჯახება ყველაზე მძლავრი იყო.
„ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს თბილისში სერიოზული ავტოსაგზაო ინციდენტი შეემთხვა. აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალი გუნდის ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. პირველი ავტობუსის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და მას მეორე ავტობუსი უკნიდან დაეჯახა. შეჯახების შედეგად ტოდორ ნედელევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას დეტალური გამოკვლევა უტარდება. გუნდის ყველა სხვა წევრი და პერსონალი კარგადაა“, - ნათქვამია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.
ბულგარული პრესის ინფორმაციით, ნედელევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოსა და ბულგარეთის შეხვედრა, რომელიც 12 ივნისს უნდა გაიმართოს, დიდი ალბათობით სერიოზული ინციდენტის მიუხედავად, მატჩი შედგება და მისი გადადების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
წყარო: worldsport.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები