თუ ყურადღებით არ იქნებით და მანქანას ამ წესების დარღვევით გააჩერებთ, დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ

image
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება.
პროექტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის (M1 კატეგორია) გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ამავე ცვლილებებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას – 50 ლარის ოდენობით, ხოლო ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ასევე ეხება არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე – ეს ქმედებაც 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
პროექტით, თბილისის საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების სახეობის გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – 50 ლარიან ჯარიმას.
პროექტის ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.

წყარო: ​newposts.ge​​​шаблоны для dle 11.2





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
ამ ფოტოზე 2 ქალს თუ იპოვით 5 წამში, იცოდეთ, რომ თქვენი IQ საშუალოზე მაღალია
ოზურგეთში მიცვალებული გაცოცხლდა ( + ვიდეო)
"ვირუსების სეზონი მოდის და გაგანდობთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივ ნარევს" - რითი იცავს თავს ვირუსისგან და იმყარებს იმუნიტეტს ხატია სიჭინავა?
"დაოჯახებულმა კაცმა ღამე გაატარა გოგონასთან 500 დოლარის სანაცვლოდ, მაგრამ როდესაც საქმე თანხის გადახდაზე მიდგა წარმოუდგენელი რამ მოხდა"
"ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, თითქმის 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს; შოკირებული ვარ, ნუთუ ასეთი რამ ნორმალურია"
გოგონა ნაცხის ასაღებად ახალგაზრდა ექიმთან მივიდა… – ”რას გავაწყობდი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე”…
"მიდი კახა არ დამზოგო!" - ორი დღის გადასული ვიყავი, საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი დაღლილი უცებ ზევიდან ატყდა ხმაური
ცოლმა ქმარს მისწერა, რომ მის ძმასთან უღალატა – ქმრის ასეთმა პასუხმა კი ყველა გააოცა
5 ყველაზე აღვირახსნილი ქვეყანა, სადაც სექსი გარანტირებული გაქვთ
4 ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდმკერდიანი ქალები ცხოვრობენ
რეკლამა