რომელი დღეებია სიყვარულის, კარიერისა და ფინანსებისთვის ყველაზე ხელსაყრელი 2022 წლის აგვისტოში ზოდიაქოს ნიშნებისთვის


image
ვერძი
აგვისტოში გაგიმართლებთ და საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. გექნებათ რომანტიკული განწყობა და ისეთ რაღაცებს გააკეთებთ, თავადაც გაგიკვირდებათ. აგვისტოს მეორე ნახევარში შეგიძლიათ აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან წახვიდეთ სამოგზაუროდ.
ყველაზე იღბლიანი დღეები აგვისტოში: 8, 16, 17.
კურო 
აგვისტოში მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება გელით. ზოგადად, ამ თვეში თქვენს ყველა წამოწყებას ვარსკვლავები ხელს შეუწყობენ და სასიამოვნო მოგონებებს მოგიტანენ. იყავით აქტიურები და წარმატების შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 18, 21, 24.
ტყუპი
ტყუპები დიდი ხნის ნანატრ კავშირებს დაამყარებენ და ეს მათ ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა მოგცემთ სტიმულს, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 10, 14, 22.
კირჩხიბი
კირჩხიბებს აგვისტოში ფინანსური თვალსაზრისით ძალიან გაუმართლებთ და შესაძლოა, მოულოდნელად მნიშვნელოვანი ჯილდოც კი მიიღონ. თუმცა, იყავით ყურადღებით და რაციონალურად გადაანაწილეთ ხარჯები.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 2, 13, 29.
ლომი
ლომები აგვისტოში ფინანსურ და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს წარმატებით მოაგვარებენ, თუმცა შესაძლოა, გარკვეული ბრძოლა მაინც მოგიწიოთ.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 6, 18, 28.
ქალწული
ქალწულები შემდეგ თვეში წარმატებისთვის ყველა შანსს მიიღებენ, თუმცა ზედმეტის მოლოდინი ნუ შეგექმნებათ. ყურადღებით დააკვირდით სიტუაციას და არჩევანი თქვენთვის სასარგებლო საქმეებზე შეაჩერეთ.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 2, 10, 21.
სასწორი
სასწორებს აგვისტოში შეუძლიათ თავიანთი ნიჭი და მგრძნობიარე ბუნება გამოავლინონ. გარდა ამისა, გაგიჩნდებათ მნიშვნელოვანი არჩევანი - მატერიალური მხარის გაუმჯობესებაზე იფიქროთ, თუ სულიერზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება პრაგმატული გონებით მიიღეთ.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 14, 17, 27.
მორიელი
აგვისტოში მორიელებს საკუთარი სულიერი სამყაროს უკეთ აღქმისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, გამონახავენ ყველა გზას, რომ მათი აზრის სისწორეში სხვებიც დაარწმუნონ და მიზანს მიაღწიონ.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 5, 6, 21.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები აგვისტოში მოახერხებენ, რომ შურიანი, არაკეთილსინდისიერი ადამიანები გამოავლინონ და მათ თავიანთი ადგილი მიუჩინონ. გამოიჩენენ საოცარ სიმტკიცეს, გათავისუფლდებიან ვალდებულებებისგან და მშვიდად დაისვენებენ.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 2, 8, 25.
თხის რქა
თუ აგვისტოში თქვენი განვითარებისთვის ნაბიჯს გადადგამთ, იცოდეთ, რომ მალე უფრო მაღალ საფეხურზე ახვალთ და დიდების მწვერვალს მიაღწევთ. გარდა ამისა, თქვენი ჩვეული სიფხიზლე დაგეხმარებათ, რომ ბოროტი ადამიანები ამოიცნოთ და მათ ცუდ ზრახვებს გაუმკლავდეთ.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 5, 14, 26.
მერწყული
აგვისტოში მერწყულებს ძალიან გაუმართლებთ. თქვენი საქმიანობა სხვების აღიარებასა და მოწონებას დაიმსახურებს. იცოდეთ, რომ იმედგაცრუების ეტაპი მთავრდება და ახლა სრულიად დამსახურებულად შეგიძლიათ დაისვენოთ და დრო საყვარელ საქმეს დაუთმოთ.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 3, 6, 22.
თევზები
ახლა თევზებს უცნაური პერიოდი აქვთ და მარტოობა სურთ, თუმცა აგვისტოში თავიანთი გრძნობების გაზიარებასა და ამ ემოციისგან გათავისუფლებას შეძლებენ. ნუ ინერვიულებთ, მალე ადამიანების რწმენა ისევ დაგიბრუნდებათ.
იღბლიანი დღეები აგვისტოში: 2, 21, 24.

წყარო: newposts.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები
---

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა