"გთხოვთ, ეს პოსტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააზიარეთ!" - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს


image

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მეგობრებო, გთხოვთ, ეს პოსტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა "დააშეარეთ" და წაიკითხეთ ყურადღებით, გთხოვთ. ძალიან, ძალიან, ძალიან მინდა, რომ მოხდეს ისეთი რამ, რაც ისტორიას არ ახსოვს‼️‼️‼️ ამისთვის კი უკვე თქვენი ხმის მიცემაა საჭირო.

️რა გზით შეიძლება ხმის მიცემა ნუცასთვის ?

ხმის მისაცემად არსებობს 3 გზა:

1. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote 

2. ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

  აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: DOWNLOAD THE AMERICAN IDOL iOS APP

  აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: DOWNLOAD THE AMERICAN IDOL ANDROID APP

3. ხმის მიცემა შეგიძლიათ სმს-ის საშუალებით, პირობების გასაგებად ეწვიეთ: idolmobileterms.vote now.tv-

ტექსტური შეტყობინებით ხმის მიცემისთვის, უბრალოდ სმს გაგზავნეთ ნუცას ნომერზე, რომელიც ორშაბათს, 17 აპრილს, 

საქართველოს დროით 14:00 საათზე მიენიჭება და მყისიერად გაცნობებთ. 

რა პერიოდში შეიძლება ხმის მიცემა ნუცასთვის ?

ხმის მიცემა American Idol-ის კონკურსანტებისათვის უფასოა და ხმის მიცემის დროის მონაკვეთი ყოველ საკონკურსო კვირას იწყება და მთავრდება კონკრეტულ საათებზე. პირველ ლაივ ტურში ნუცასთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ამერიკის დროით ორშაბათს, 17 აპრილს (საქართველოს დროით სამშაბათს, 18 აპრილს), გადაცემების ტრანსლაციის დაწყებიდან 10 საათის განმავლობაში.


ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით ტრანსლაცია ტელეკომპანია ABC-ის ეთერში დაიწყება 17 აპრილს, 20:00 საათზე და ხმის მიცემის პერიოდი გაგრძელდება გადაცემის დაწყებიდან, ანუ 17 აპრილის 20:00-დან, 18 აპრილის დილის 6:00-მდე.

ამერიკის დასავლეთ სანაპიროს დროით ტრანსლაცია ტელეკომპანია ABC-ის ეთერში დაიწყება 17 აპრილს 17:00 საათზე და ხმის მიცემის პერიოდი გაგრძელდება გადაცემის დაწყებიდან, ანუ 17 აპრილის 17:00-დან, 18 აპრილის ღამის 03:00-მდე.

საქართველოს დროით ტრანსლაციის ნახვა პირდაპირ რეჟიმში შესაძლებელი იქნება  HULU.COM-ზე (ფასიანია)  17 აპრილის  დილის 4:00 საათიდან და ამერიკაში ხმის მიცემის პერიოდი საქართველოს დროით 18 აპრილის 4:00-დან 18 აპრილის 14:00-მდე. 

სწორად ამ დროის მონაკვეთში მაყურებლების მიერ მიცემული ხმებით ხდება კონკურსანტების გადარჩევა ყოველ ტურში. ვინც მაყურებლების მხრიდან ყველაზე მეტ ხმებს მოაგროვებს, ის კონკურსანტი გააგრძელებს შეჯიბრს მომდევნო ტურში, ხოლო ვინც ყველაზე ნაკლებს, ის ტოვებს კონკურსს. შემდგომში პერიოდულად American Idol აპის და ვებსაიტის მეშვეობით გადაამოწმეთ ხოლმე, რათა გაიგოთ - ზუსტად როდის იწყება და როდის მთავრდება ხმის მიცემა ყოველ ტურზე.

რამდენი ხმის მიცემა შეუძლია თითო გულშემატკივარს ნუცასთვის ყოველ ტურში? 

თითოეულმა გულშემატკივარმა თითო საკონკურსო ტურზე შეუძლია ნუცას მისცეს მაქსიმუმ ჯამურად 30 (!) ხმა ზემოთმითითებულ დღეებში და საათებში ხმის მიცემის სამივე მეთოდის გამოყენებით.

მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote, 

მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

  აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის:     DOWNLOAD THE AMERICAN IDOL iOS APP

  აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: DOWNLOAD THE AMERICAN IDOL ANDROID APP

მაქსიმუმ 10 ხმა - სმს-ების საშუალებით, პირობების გასაგებად ეწვიეთ: idolmobileterms.vote now.tv-", - წერს ბუზალაძე.

шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა